WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (255766) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

თარგამაძე: “ევროპაში წასვლა ძალიან მინდა”

თარიღი: ივნისი 2, 2015

საქართველოს ნაკრების მოთამაშე, დავით თარგამაძე კვლავ უგუნდოაა. ქართველი ფეხბურთელი დონეცკის “შახტარის” დუბლებთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა როგორც უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი აგენტი ევროპული გუნდების ვარიანტებზე მუშაობს.

“შახტარის დუბლებთან ერთად ვვარჯიშობდი, თუმცა 20 ივნისამდე გუნდი შვებულებაში გავიდა, ამიტომ ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ჩემი აგენტი დონეცკური კლუბის გენერალურ დირექტორთან ერთად ჩემს ტრანსფერზე მუშაობენ.

ევროპაში წასვლა ძალიან მინდა. ზამთარში ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, თუმცა რაღაც ვარიანტები იყო. “შახტარში” დავრჩი, დუბლებთან ვვარჯიშობდი და გუნდის მხარდაჭერასაც ვგრძნობდი.

ვნახოთ რა იქნება. ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოვა. აგენტმა მითხრა, რომ რამდენიმე ვარიანტი არის, რომლებსაც ერთად განვიხილავთ” – განაცხადა თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონი მარიუპოლის “ილიჩივეცში” დაიწყო, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გუნდი დატოვა, რის გამო ფაქტობრივად მთელი სეზონი გაუცდა.



მსგავსი სიახლეები