ტოპ ჩემპიონატებიდან გავარდნილი გუნდები
Fanebi.com ტოპ ჩემპიონატების იმ გუნდებზე გიამბობთ, რომლებიც გასული სეზონის შედეგებით თავისი ქვეყნების უმაღლეს დივიზიონებს დაემშვიდობნენ.
ინგლისი
სეზონის მსვლელობისას პრემიერ ლიგის გასავარდ ზონაში “ასტონ ვილამ”, “ლესტერმა” და “სანდერლენდმაც” მოასწრეს ყოფნა, თუმცა საბოლოოდ მესამე და ბოლო საგზური “ჰალ სიტის” ერგო. პირველ წრეში გუნდი ძალიან დამძიმებული ჩანდა, მაგრამ მეორე ეტპაზე ნდოიეს ტრანსფერმა “ჰალის” შეტევა გააძლიერა და გამოაცოცხლა, თუმცა სეზონის დასკვნითი ნაწილი “ვეფხვებმა” ჩააგდეს. სტივ ბრიუსის გუნდმა უშანსოდ დარჩენილ “ბარნლისთანა” საშინაო შეხვედრა დათმო, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა საბოლოო ცხრილის ჩამოყალიბებისას.
“ბარნლი” გასული სეზონის სტარტზე განწირულად ჩანდა. მართალია, შონ დაიჩის გუნდი ყველასთან ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ “ბარნლის” დაბალმა საშემსრულებლო ოსტატობამ და მცირე ბიუჯეტმა გაცილებით ძლიერ გუნდებს კონკურენცია ვერ გაუწია.
არავის არ გაკვირვებია ქპრ-ს გავარდნა. პირველი წელი არაა, რაც ლონდონელები საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსით შედეგს ვერ აღწევენ. ჰარი რედნაპმა ზაფხულში ტრანსფერებზე ბევრი დახარჯა, თუმცა “მანჩესტერიდან” მოსულმა რიო ფერდინანდმა სეზონი ჩააგდო, ისევე როგორც მთელმა გუნდმა. ავადმყოფობის გამო რედნაპის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი გუნდში მდგომაროება კიდევ უფრო გართულდა. რედნაპის ნაცვლად მოსულმა კრის რემსიმ გუნდისთვის ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო.
გერმანია
ბუნდესლიგის მომდევნო სეზონში გულშემატკივრებია “ფრაიბურგს” და “პადერბორნს” ვერ იხილავენ. თუმცა, კრისტიან შტრაიხის გუნდის გავარდნას ლოგიკურს ვერ ვუწოდებთ. “ფრაიბურგის” გულშემატკივრებისთვის ყველაზე მეტად საწყენი ის არის, რომ მათმა გუნმდა სეზონი ნორმალურად ჩაატარა. ცუდი არ იყოს არ ფრაიბურგელთა სატრანსფერო პოლიტიკა. მაგრამ მათი საყვარელი გუნდი მაინც მეორე ლიგაში აღმოჩნდა.
ამის მთავარი მიზეზი “ფრაიბურგის” მიერ ბოლო წუთებზე კონცენტრაციის დაკარგვა გახდა. მატჩების დასკვნით ნაწილში გუნდმა ძალიან ბევრი ქულა გაატანა ქარს. მათ შორის კონკურენტებთან – “მაინცთან”, “პადერბორნტან” და “ჰამბურგთან” მნიშვნელოვან შეხვედრებში. სწორედ აღნიშნული ექვსი ქულა არ ეყო “ფრაიბურგს” საუკეთესოთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად.
“პადერბორნის” გავარდნა კი მოსალოდნელი იყო. მეორე ბუნდესლიგაშიც კი ეს გუნდი ლიდერებს შორის არასდროს განიხილებოდა. შესაბამისად, საუკეთესოთა შორის ფაქტობრივად იგივე შემადგენლობით მოთამაშე გუნდი პირველივე ტურებიდან განწირული იყო. თუმცა, მათ სახელოდ უნდა ითქვას, რომ “პადერბორნს” ადგილის შენარჩუნების შანსი ბოლო ტურამდე ჰქონდა.
იტალია
2003/04 წლების სეზონიდან პირველად სერია ბ-ში დაქვეითდა “კალიარი”. კლუბის წარუმატებლობა ხელმძღვანელობის ცუდ მუშაობასთან პირდაპირ კავშირშია. “კალიარიმ” სეზონი ზდენეკ ზემანის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა ჩეხი სპეციალისტის თავკაცობით გუნდმა მხოლოდ ორი მატჩი მოიგო. გუნდს ვერც ჯანფრანკო ძოლას დაბრუნებამ უშველა. კლუბის ლეგენდამ მწვრთნელის ამპლუაში ვერ გაამართლა და “კალაირის” კვლავ ზემანი დაუბრუნდა, მაგრამ ისევ უშედეგოდ. სარდინიელების შემტევმა ფეხბურთმა ვერ გაამართლა.
“ჩეზენას” გავარდნა მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ამ გუნდის შემადგენლობიდან გამომდინარე ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი გულშემატკივრებიც კი საუკეთესო ვარიანტად ადგილის შენარჩუნებას ისახავდნენ მიზნად. სეზონის მსვლელობისას “ჩეზენამ” 18 მატჩიანი მოუგებელი სერია გამოაცხო და ჩემპიონატი მხოლოდ 4 მოგებით დაასრულა. თუმცა, ასეთი გაქანების გუნდშიც კი გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელმაც სერია ა-ს სხვა გუნდების ინტერესი მიიპყრო. ეს ფრანგი გრეოგრე დეფრელია, რომელიც 9 გოლით გუნდის საუკეთესო მეგოლე გახდა.
ყველაზე დასანანი კი რა თქმა უდნა “პარმას” გავარდნაა. გასულ სეზონში გუნდი ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, თუმცა ზაფხულში უეფას ლიზენცია ვერ მიიღო, რის შემდეგ მფლობელმა ტომაზო გირარდიმ კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა, რაც საბოლოოდ სავალალო შედეგით დასრულდა. ფეხბურთელები უხელფასოდ თამაშობდნენ, რის გამოც “პარმა” წამყვანმა მოთამაშეებმა დატოვეს. თუმცა, ასეთ ვითარებაშიც კი რობერტო დონადონის შეგირდებმა ბოლომდე იბრძოდნენ და საკმაოდ ბევრ გუნდს პრობლემებიც შეუქმნეს.
ესპანეთი
“ეიბარის” ისტორია “პადერბორნის” შემთხვევას ჰგავს. ბასკებს პრიმერაში თამაშის გამოცდილება აქამდე არ ქონიათ და ქვეყნის უმაღლეს დივიზიონს ძალიან მცირე ბიუჯეტით შეხვდნენ. გაისკა გარიტანოს სამწვრთნელო ნიჭისა და მეკარე ხაბი ირურეტას შესანიშნავი თამაშის წყალობით “ეიბარმა” პირველი წრე მერვე ადგილზე დაასრულა, თუმცა მეორე წრეში გუნდი გადაიწვა. წაგებათა ორი ხანგრძივი სერიის შემდეგ გასავარდნ ზონაში მოხვედრილმა “ეიბარმა” იქიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.
“ალმერია” ადგილის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა “ვალენსიასთან” დათმო და პრიმერასაც სავსებით ლოგიკურად დაემშვიდობა. გასულ სეზონში “ალმერია” სეგუნდაში დაქვეითებას გადაურჩა, მაგრამ მწვრთნელ ფრანსისკოს წელს იდეები აღარ ეყო და გუნდს დეკებმერში დაემშვიდობა.
“კორდობას” გავარდნა კი სეზონის სტარტზე იკითხებოდა. პრიმერაში გუნდი სეგუნდაში დაკავებული მე-7 ადგილით გავიდნენ. პლეი ოფში კი არც ერთი შეხვედრა არ მოუგიათ. ასეთ სიტუაციაში “კორდობას” მხოლოდ სასწაულის იმედი ჰქონდა, თუმცა ეს სასწაული არ მოხდა და კორდობელები პრიმერას მოხლოდ 3 მოგებული მატჩით დაემშვიდობნენ.