თბილისური ელიტრაუნდი: ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთი მიდის
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მოედნებზე თბილისური ელიტრაუნდის უკანასკნელი, მესამე ტურის მატჩები შედგა. სათადარიგო მოედანზე პირველობისთვის ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ პორტუგალიისა და ესპანეთის 19 წლამდეთა ნაკრებები წარსდგნენ.
წინა ორი ტურის მსგავსად მესამე შეხვედრაც ესპანელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამანადგურებელი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.
ესპანელებმა ანგარიში 22-ე წთზე კარისოლის გოლით გახსნეს, რასაც 6 წუთში მაიორალის შედეგიანი დარტყმა მოჰყვა. შესვენებიდან 5 წუთში პორტუგალიელთა კარში მესამე გოლი ასენსიომ შეაგდო, ხოლო საბოლოო ანგარიში პედრასამ მე-80 წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, ესპენელებმა 9 ქულით ელიტრაუნდი პირველ ადგილზე დაასრულეს და საბერძნეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვეს.
პორტუგალია 0-4 ესპანეთი
გოლები: კარისოლი 22′ ; მაიორალი 28′ ; ასენსიო 50′ ; პედრასა 80′
პორტუგალია: პერეირა, სილვა, დიასი, კოსტა, ფლავიო სილვა (რენატო სანჩესი 46′), როდრიგესი, ალექსანდრე სილვა, ლიმა, გომესი, ჰორტა (მასედო 58′), ენრიკე.
მთავარი მწვრთნელი: ედგარ ბორგესი
ესპანეთი: სივერა, კარისოლი, მერე, მერინო, სებალოსი, მაიორალი (ვილალიბრე 61′), ასენსიო (კონჩა 71′), პედრასა, ერნანდესი (შეიხი 72′), ვალეხო, სან ემეტერიო.