საქართველოს ნაკრები დღეს 3X3 კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმება
3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები დღეს მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმება. უნგრეთის ქალაქი დებრეცენი პლანეტის 24 უძლიერეს გუნდს მასპინძლობს, რათა საუკეთესო გამოავლინოს.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება იმ რეიტინგის მიხედვით დაიმსახურა, რომელსაც ფიბა ქვეყნების 3X3 კალათბურთში აქტივობის შესაბამისად ადგენს. პლანეტის პირველობაზე 24 მოწინავე ფედერაციის, შესაბამისად ქვეყნის ნაკრებმა მოიპოვა ასპარეზობის უფლება და საქართველო იმ მომენტისთვის რეიტინგში მე-11 იყო.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები უძლიერეს – D ჯგუფში მოხვდა. ჩვენი ნაკრების მეტოქეები იქნებიან მოქმედი ჩემპიონი არგენტინა, ამერიკის შეერთებული შტატების ტრადიციულად ძლიერი ნაკრები, მუდამ სტაბილური ესპანეთი, წინა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ინდონეზია და საკალათბურთო ქვეყანა პუერტო რიკო. ამერიკის ნაკრებში ითამაშებს ნბა-ს ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის, რეიმონდ ფელტონის ძმისშვილი ჯალეკ ფელტონი.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარადგენენ ვიტალი ცქიფურიშვილი, კოსტანტინე ბიწაძე, ტარიელ ზუზაძე (სამივე სოხუმი) და ნიკოლოზ დარბაიძე (აკადემია). ამ მოთამაშეებმა თავი თბილისში აპრილის თვეში ჩატარებულ 3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ტურნირებში გამოიჩინეს და ნაკრებში თამაშის უფლებაც დაიმსახურეს.
გათამაშების სისტემის თანახმად, 24 ნაკრები 4 ჯგუფშია გადნაწილებული. თითოეული ჯგუფიდან მერვედგინალში 4-4 გუნდი გადის, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფის სისტემით აგრძელებენ.
საქართველოს ნაკრები ტურნირს დღეს, 4 ივნისს, ინდონეზიასთან მატჩით დაიწყებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:40 საათზე დაიწყება. მეორე მატჩს ქართველები აშშ-სთან, თბილისის დროით 23:30 საათზე გამართავენ.
საქართველოს ნაკრების კალენდარი: