გიგაურმა “კოლხეთი” დატოვა
22 წლის ნახევარმცვლემა, მერაბ გიგაურმა ფოთის “კოხლეთი” დატოვა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ფოთელების ღირსებას გასული სეზონის მეორე წრეში იცავდა.
“მადლობა ფოთელ გულშემატკივრებს გვერდზე დგომისთვის, ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით თქვენგან და მადლობა მთლიანად ფოთის ”კოლხეთს” და მის პერსონალს” – განაცხადა გიგაურმა.
გიგაურმა “კოლხეთის” შემადგენლობაში უმაღლეს ლიგაში 14 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.