WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (256538) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

თარიღი: ივნისი 7, 2015

“იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის ბერლინში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.

ანგარიში სწრაფი გოლით ბარსელონელებმა შეხვედრის მე-4 წუთზე გახსნა. ინიესტას გადაცემით თავი რაკიტიჩმა გამოიჩინა. “ბარსელონამ” პირველი ტაიმი დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეორე ნახევრის დებიუტში უპირატესობა ტურინელებმა მოიპოვეს და 55-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს. წონასწორობის აღდგენა ალვარო მორატამ შეძლო, თუმცა “იუვენტუსის” გულშემატკივართა სიხარულმა მხოლოდ 13 წუთს გასტანა. 68-ე წუთზე სუარესმა კატალონიელები კვლავ დააწინაურა და როგორც შემდეგ გაირკვა საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთე კი ბუფონის კარი მესამედ ნეიმარმა დალაშქრა და საბოლოო ანგარიში 1:3 დააფიქსირა.

 

იუვენტუსი 1-3 ბარსელონა

გოლები: რაკიტიჩი 4′ (0:1): მორატა 55′ (1:1); სუარესი 68′ (1:2); ნეიმარი 90+7′ (1:3);

იუვენტუსი: ბუფონი, ბარცალი, ბონუჩი, ლიხშტაინერი, ევრა, პოგბა, მარკიზიო, პირლო, ვიდალი (პერეირა 79′), მორატა, ტევესი.

ბარსელონა: ტერ-შტეგენი, პიკე, მასკერანო, ალბა, ალვეში, რაკიტიჩი (მატიე 90′), ბუსკეტსი, ინიესტა (ჩავი 78′), სუარესი (პერდრო 90′), მესი, ნეიმარი.



მსგავსი სიახლეები