ლუის ენრიკეს მატჩისშემდგომი კომენტარი
უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში “ბარსელონამ” ტურინის “იუვენტუსი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საკუთარ ფეხბურთელებს საქებარი სიტყვები არ დააკლო.
“გახარებულები ვართ. ჩვენ უნიკალური ფეხბურთელების გუნდი ვართ. ისინი არიან გამარჯვებულები, მებრძოლები. ისინი სიამოვნებას იღებენ იმისგან, რასაც აკეთებენ და სიამოვნებას ანიჭებენ სხვებსაც.
ეს ამ სეზონში ჩვენი მე-60 მატჩი და 50-ე გამარჯვება გახლავთ. რთული წელიწადი იყო და მადლობას ვუხდი იმ ხალხს, ვისაც ჩემი სჯეროდა.
ტრიპლეტის მოგებაზე არასოდეს არ მიფიქრია, თუმცა გუნდის თითოეული წევრი ცდილობს, რომ საუკეთესოდ იმუშაოს. ამ ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ მოგებისგან არ იღლებიან”, – ლუის ენრიკეს კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.