“რეალი” ლუკას სილვას გაანათხოვრებს
“პორტუდან” მადრიდში დაბრუნებული კაზემიროს გამო მადრიდის “რეალი” ლუკას სილვას გაანათხოვრებს. საქმე იმაშია, რომ პრიმერაში მხოლოდ სამი არაევროკავშირელის ყოლაა შესაძლებელია და მომდევნო სეზონში “რეალის” შემადგენლობაში ამ სამ ადგილს ხამეს როდრიგესი, დანილო და კაზემირო დაიკავებენ.
აღსანიშნავია, რომ სილვა მოსამზადებელ ეტაპს “რეალთან” ერთად გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ დაემშვიდობება კლუბს, რაც იმას ნიშნავს, რომ მადრიდში ბრაზილიელი ფეხბურთელის იმედი მომავალში აქვთ.
პრიმერას დასრულებულ სეზონში სილვამ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ 22 წლის ბრაზილიელი სამეფო კლუბში 2015 წლის იანვარში “კრუზეიროდან” გადავიდა.