“მილანმა” იბრაჰიმოვიჩს სამწლიანი შესთავაზა
“როსონერი” კვლავ აგრძელებს მოლაპარაკებებს შვედ თავდამსხმელთან.
იტალიური პრესის ინფორმაციით, “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი შეხვდა ზლატანის წარმომადგენლებს და მილანური გრანდის პირველი საზაფხულო ტრანსფერი გამოცდილი წინახაზელი იქნება.
“მილანის” 48% წილის მფლობელი, ბი ტეიჩებოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩს სამწლიან კონტრაქტს და სეზონში 6,5 მილიონს სთავაზობს.
ფეხბურთელის რეაქცია უცნობია, თუმცა მან ადრე განაცხადა, რომ მზადაა, “სან-სიროზე” დასაბრუნებლად ხელფასი შეიმციროს.