ოფიციალურად: ვიდალი “ბარსელონას” ფეხბურთელია
კატალონიურმა გუნდმა “სევილიას” ფეხბურთელის, ალეიშ ვიდალის გაფორმება დაადასტურა.
“ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გააშუქა იმ ფეხბურთელის დამატება, რომელმაც ამ სეზონში ოთხი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ტრანსფერის ოფიციალური ღირებულება არაა ცნობილი, თუმცა დაახლოებით ათი მილიონი ევრო დაჯდა.
25 წლის მცველი “ბლაუგრანაში” ხუთწლიანი კონტრაქტით, 2020 წლამდე ითამაშებს.
ესპანეთის ჩემპიონები ფეხბურთელის ოფიციალურ პრეზენტაციას ორშაბათს გამართავენ, მაგრამ ტრანსფერების აკრძალვის გამო, თავად მცველი გუნდს იანვარში შეუერთდება.