სამთავრობო ვიზიტი “შევარდენზე”

თარიღი: ივნისი 9, 2015

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად, დღეს სარაგბობაზა „შევარდენზე“ იმყოფებოდა, სადაც სავარჯიშო დარბაზი და სათამაშო მოედნებიდაათვალიერა.

პრემიერი ბაზაზე 18 და 20 წლამდელთა ნაკრების მორაგბეებს შეხვდა და მათ მიღწეული წარმატებები მიულოცა. ახალგაზრდული ნაკრებების წევრებმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენი მორაგბეები ჩვენი სიამაყეები არიან და მე როგორც მთავრობის მეთაურს და ზოგადად მოქალაქეს გული სიამაყით მევსება, როცა ვუყურებ ამ ძალიან მაგარი ბიჭების წარმატებას. სწორედ მათი დამსახურება არის ის, რომ რაგბი ვითარდება. რა თქმა უნდა, გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ ბატონმა ბიძინამ დაიწყო რაგბის უპრეცენდენტო დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე რამდენიმე სარაგბო ბაზაა აშენებული.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენს მორაგბეებს სახელმწიფოსგან აქვთ მაქსიმალური მხარდაჭერა. ის ფაქტი, რომ 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა ამით ყველაფერი ნათქვამია. 20-წლამდე ნაკრები, რომ 2016 წელს იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატში ეს უდიდესი გამარჯვებაა. და შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველოში 2017 წელს ტარდება 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი.  ეს ჩვენი გმირი ბიჭების ძალიან დიდი აღიარებაა. მინდა სრული მხარდაჭერა აღვუთქვა და დავპირდე მათ, რომ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს და 2017 წელს საქართველოში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო თასს მოვიგებთ ჩვენ.“

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი: „გვინდოდა ჩვენი წარმატებული სპორტსმენებისთვის მადლობა გადაგვეხადა. კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი იმ სწორი პოლიტიკისთვის, რაც მთლიანად მთავრობისა და რაგბის კავშირის დამსახურებაა. რაგბის კავშირი უნდა გახდეს მაგალითი სხვა ფედერაციებისთვისაც, როგორც სწორი მენეჯმენტის და სწორი მმართველობის მაგალითი. რაგბის კავშირთან გრძელვადიანმა თანამშრომლობამ მოგვცა ის შედეგი, რომლითაც ამაყობს მთელი საქართველო. ვფიქრობ, რომ ეს წარმატებები გაგრძელდება და ამით პირველ რიგში გაიხარებს ჩვენი გულშემატკივარი.“

 

დღევანდელ ვიზიტზე კომენტარი გააკეთა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ: “დღევანდელი ვიზიტი ჩვენთვის დიდი პატივია.  ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც სახელმწიფო იჩენს რაგბის და ზოგადად სპორტის მიმართ. როდესაც  ბატონი ირაკლი საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დირექტორი, მან დიდი წვლილი და შრომა ჩადო კონკრეტულად ამ ბაზის მშენებლობაში. თქვენ იცით, რომ ყველა სარაგბო ბაზა არის „ქართუს“ აშენებული.

“ბიჭებისთვისაც დიდი სტიმულია როდესაც პრემიერი მოდის პირადად, რომ გვილოცავს ასეთ წარმატებას, ეს დამატებითი მოტივაციაა ამ ბიჭებისთვის და იმედია, რომ კიდევ უფრო მაღალ შედეგებს მიაღწევენ. ქართული რაგბი ამისკენ მიდიოდა ძალიან ბევრი წელი, ბევრი თაობა და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო შორს წავა.”

 

20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი, ბადრი ალხაზაშვილი: „ძალიან დასაფასებელი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღეს ბატონი პრემიერ-მინისტრი  სპორტის მინისტრთან ერთად გვესტუმრა. დავილაპარაკეთ, მოგვილოცეს, ჩვენც დიდი მადლობა გადავუხადეთ მათ მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება მსოფლიო თასის ალაფაზე ჩვენს გავამრჯვებას ნამდვილად არ იყო ადვილი. მოგეხსენებათ საკმაოდ ძლიერი გუნდები მონაწილეობდნენ. წინა წელსაც ვიყავით ალაფაზე გასულები, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ  მე-5 ადგილის დაკავება შევძელით. წელს კი, ამ ტურნირზე გასვლით პირველი ადგილი დავიკავეთ და ამით მოვიპოვეთ საგზური მსოფლიო თასისთვის, რომელშიც 12 საუკეთესო გუნდი იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ნაკრებისთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის.“

მთავრობის მეთაურმა ქართველ მორაგბეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კი პრემიერ-მინისტრს საჩუქრად გადასცა რაგბის ბურთი და მაისური, რომლითაც 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა