2003 წლიანთა თბილისის მინი-კალათბურთის ფესტივალზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ
დასრულდა თბილისის 2003 წელს დაბადებულთა მინი-საკალათბურთო ფესტივალის ჯგუფური ეტაპი. ტურნირი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ ორგანიზებით მიმდინარეობს, რაშიც აღნიშნულ ორგანიზაციას თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმარებიან.
დებულების თანახმად ფესტივალის მონაწილე 8 გუნდი 2 ჯგუფშია გადანაწილებული და მომდევნო, პლეი ოფის ეტაპზე ყველა მათგანი გადის. გუნდები მეოთხედფინალში ჯგუფებში დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდნენ: პირველ ადგილზე გასული გუნდი მეორე ჯგუფის ბოლოადგილოსანს შეხვდა, მეორე – მესამეს და ასე, ეგრედ წოდებული, ჯვარედინი სისტემით დაწყვილდნენ მეტოქეები.
ხვალ, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 11:30 საათიდან მეოთხედფინალები დაიწყება. მეტოქე გუნდების ვინაობას ქვემოთ წარმოდგენილი პლეი ოფის ბადიდან შეიტყობთ, ისევე როგორც ჯგუფური ეტაპის საბოლოო ცხრილებს.