7-ქალა ევროპის ჩემპიონატზე მიდის
საქართველოს 7-ქალა ხვალ ევროპის ჩემპიონატზე, კაუნასში (ლიტვა) მიემგზავრება, სადაც 13 და 14 ივნისს “ა” (მეორე) დივიზიონში იასპარეზებს. გოგონები ჯგუფში შვეიცარიას, ნორვეგიასა და რუმინეთს ერკინებიან.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 7-ქალა დღეს, 18:00 საათზე შევარდენის სტადიონზე ღია ვარჯიშს გამართავს.
ჩვენი გოგონებისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მეტოქედ რუმინელები ითვლებიან. მათთან თამაშის გამოცდილება ჩვენმა გუნდმა ‘ამსტერდამ სევენსზე’ დააგროვა, სადაც შვეიცარიისა და ნორვეგიის ქალთა ნაკრებებიც ასპარეზობდნენ.
ევროპა “ა” |
კაუნასი (ლიტ) @ საქართველოს დროით |
საქართველო – |
13/06 | . | შვეიცარია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
. | ნორვეგია | 0:0 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
. | რუმინეთი | 0:0 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონის პირველი ოთხეული ევროპის 12-გუნდა რეპეშაჟში მიდის, იქ დაწინაურებული სამეული 16-გუნდა მსოფლიო რეპეშაჟის (2016) საგზურს იღებს, რიოს ოლიმპიადაზე კი მხოლოდ და მხოლოდ ამ ბოლო შეჯიბრის გამარჯვებული მოხვდება.
საქართველოს 7-ქალა ევროპის “ა” დივიზიონში:
5 | ანა პოღოსიანი (კაპ) |
7 | ანა კვაჭაძე |
8 | ქრისტინე გვაზავა |
9 | სალომე საღარაძე |
10 | ნინო ტაბატაძე |
11 | ანა ანდღულაძე |
13 | სალომე მაკასარაშვილი |
14 | ნინო ელოშვილი |
15 | ქეთევან მოდებაძე |
17 | ბელა გოგსაძე |
19 | შორენა გამსახურდია |
20 | ნათია ცინცქილაძე |
სამწვრთნელო შტაბი:
ჯაბა მალაღურაძე – მთავარი მწვრთნელი
ილია ლათიბაშვილი – ექიმი
ია ხურცილავა – მენეჯერი
Rugby.GE