დიაბიმ „არსენალი“ დატოვა
ნახევარმცველმა აბუ დიაბიმ „არსენალის“ რიგები დატოვა.
მხარეებმა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულების გახანგრძლივება იუარეს. აქედან გამომდინარე, 29 წლის ნახევარმცველს სხვა კლუბში გადასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია.
განვლილ სეზონში დიაბიმ „მეთოფეთა“ შემადგენლობაში მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა, რომელშიც მისმა გუნდმა ინგლისის ლიგის თასის ფარგლებში „საუთჰემპტონთან“, ანგარიშით 1:2 წააგო.
შეგახსენებთ, რომ დიაბი „არსენალში“ 9 წლის განმავლობაში თამაშობდა, 2006 წელს ის ლონდონელებს „ოსერიდან“ შეუერთდა.