თბილისის თასამდე 2 დღით ადრე
11 ივნისს, 11:30 საათზე, თბილისის თასის პირველ მატჩამდე 2 დღით ადრე, ავჭალის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გუნდების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები თბილისის თასის წინა სატურნირო პრესკონფერენციას გამართავენ.
თბილისის თასისთვის მონაწილე გუნდებმა შეკრება 8 ივნისს დაიწყეს. ქართული რაზმი მოსამზადებელ ეტაპს „შევარდენის“ სარაგბო ბაზაზე შეუდგა. ურუგვაი და მზარდი ირლანდიაც უკვე თბილისში არიან, მზარდ იტალიას კი 11 ივნისის დილას ველოდებით.
სამივე გუნდი საქართველოს მეორედ სტუმრობს. 2013 წელს თბილისმა ურუგვაისა და მზარდ ირლანდიას პირველად უმასპინძლა, გასული წლის ‘თბილისის თასზე’ კი მზარდი იტალია იღებდა მონაწილეობას.
სააკრედიტაციო მედია საშვები
სპორტულ ჟურნალისტებს და ფოტოგრაფებს, რომლებსაც შევსებული აქვთ სააკრედიტაციო ფორმები, მედია აკრედიტაციებს და ფოტო-მოსაცმელებს მიიღებენ პრეს-კონფერენციის დასრულებისთანავე.
Rugby.GE