“ბაიერნი” პრემიერ ლიგის რეკორდსმენს უმიზნებს
მიუნხენური გრანდი სადიო მანეს ხელში ჩაგდებას ცდილობს.
პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქის ავტორი “რეკორდმეისტერებს” არიენ რობენისა და ფრენკ რიბერის ხშირი ტრავმების გამო სურთ.
Sport Bild-მა არ დააკონკრეტა, რამდენს იხდის გერმანიის ჩემპიონი სენეგალელში, თუმცა ტრანსფერმარკეტზე დაყრდნობით, 23 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონს შეადგენს.
გასულ სეზონში, სადიო მანემ ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 9 საგოლე გადაცემა.