დამდეგ უქმეებზე 7-კაცა ლიონში იბურთავებს
მომავალ უქმეებზე 7-კაცა ლიონში, ევროპის-გრან პრის სერიის მეორე ეტაპზე იბურთავებს. ვიდრე უშუალოდ სატურნირო მდგომარეობაზე და გრან-პრის პირველი ეტაპის შედეგებზე გეტყოდეთ, თქვენი ყურადღება შემდეგზე გვინდა გავამახვილოთ.
ახლახან შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ბორჯღალოსნებთან ერთად შეკრებაზე მეთიუ ჯენი (Matthew Janney) ქართული წარმოშობის ინგლისელი შუამარბი შევიდა, რომელიც რაგბს ოქსფორდის უნივერსიტეტში თამაშობს.
ქართველი ბაბუა
მეთიუ ინგლისში დაიბადა და გაიზარდა. რაგბს 6 წლიდან ‘რიჩმონდ რაგბი ქლაბში’ თამაშობდა. იმდროიდანვე 9 ნომერს თამაშობდა, ხოლო მოგვიანებით შუამარბის პოზიციაზე გადაინაცვლა. მისი იჯახის ისტორია კი 21 წელს, მეთუს წინაპრის ინგლისში წასვლით იწყება.“ბავშვობაში ბებიისგან ვიცოდით, რომ აღმოსავლეთ ევროპიდან, სავარაუდოდ რუსეთიდან ვიყავით წარმოშობით. ზუსტად ვერ მეუბნებოდა. ბაბუაჩემიც ცოცხალი აღარ იყო. ამით არ დავკმაყოფილდი და რაც წლები მემატებოდა უფრო მეტად ვცდილობდი გამერკვია ჩემი წარმოშობის ამბავი. მე და ბიძაჩემმა დიდი ხნის განმავლობაში ვეძიეთ ეს ინფორმაცია, სხვა და სხვა არქივებში და ბოლოს გავარკვიეთ, რომ ბაბუაჩემი წარმოშობით თბილისიდან იყო და მისი ნამდვილი გვარი ჯანაშვილი ყოფილა.“
მეთიუ ჯენი
დაბ.: 23/07/1992
პოზიცია: 12/13
კლუბი: ოქსფორდის უნივ. რაგბის კლუბი
რამდენიმე ხნის წინ მეთიუმ მიმართა საქართველოს რაგბის კავშირს. მან გამოთქვა მისი დიდი ხნის სურვილი საქართველოში ჩამოსულიყო და წარმოშობის ქვეყნის სახელით ეთამაშა. რაგბის კავშირის დახმარებითა და მხარდაჭერით მან მიმართა „მსოფლიო რაგბს“, რათა ამის შესაძლებლომა მისცემოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჯერზე მეთიუს არასრული დოკუმენტაციის გამო უარი უთხრეს, იგი არ დანებდა, აიყვანა იურისტი – მისი და საქართველოს რაგბის კავშირის დახმარებით, ერთი წლისა და სათანადო დოკუმენტების შეგროვების შემდეგ, მსოფლიო რაგბმა მეთიუს ქართული წარმოშობისა ირწმუნა და მას ეს ნებართვა მიეცა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მანამდე მეთიუს სათამაშოდ რუსეთის ნაკრებში ეპატიჟებოდნენ – „ოქსფორდში თამაშისას ერთ-ერთი სეზონის დროს გუნდი რუსეთის ნაკრებს ვეთამაშეთ. ის შეხვედრა დავთმეთ, მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს დავეუფლე. ნამატჩევს ჩემ წვრთნელს თავისი რუსი კოლეგისთვის უთქვამს, რომ მეთიუს ბაბუა წარმოშობით რუსეთიდან არისო (მაშინ მე კიდევ დარწმუნებით არ ვიცოდი, რომ ქართული ფესვები მქონდა). რუსებმა სცადეს ჩემი წარმოშობის საბუთები მოეძიათ და ამ დროს უკვე დაზუსტებით დადგინდა, რომ ქართული წარმოშობა მქონია. ამ მომენტიდან რათქმაუნდა მარტო იმაზე ვფიქრობდი, როგორმე საქართველოს, ჩემი წინაპრების ქვეყნის სახელით მეთამაშა“
ბორჯღალიანი კვართით დებიუტი ლიონში შედგება
მეთიუ ერთი კვირაა რაც საქართველოში იმყოფება და ვარჯიშობს. მართალია იგი ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება თბილისის თასის შეკრებაზე, მაგრამ იგი ლიონში7-კაცას შემადგენლობაში სათამაშოდ ემზადება. მისი მომზადების დონით, უნარებითა და შესაძლებლობებით, როგორ ეროვნული ნაკრების ასევე 7-კაცას სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილია. იგი საკმაოდ სწრაფი, ძლიერი და ტექნიკური მორაგბეა.
„კარგია, რომ მეთს 7-კაცას შემადგენლობაში ვიხილავთ ლიონში. ამით მის შესაძლებლობებს ბევრად უკეთესად შევაფასებთ. იგი ერთი კვირაა რაც შევარდენზე ბორჯღალოსნებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება და მან ჩვენზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
„ჩვენი წესებით ეროვნული გუნდის კანდიდატაც, რომ განვიხილოთ ვინმე, მან ჯერ სხვა ფორმაციის ნაკრებებში მაინც უნდა ითამაშოს. მეთის 7-კაცაში ასპარეზობაც ამ მიზანს ემსახურება, მანამ მასზე, როგორც ეროვნულის კანდიდატზე დავიწყებდით ფიქრს, ვნახოთ 7-კაცაში როგორ ითამაშებს.“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა.
თავად მეთისთვის კი ბორჯღალიანი კვართის მორგება დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ხნის ოცნების ასრულებაა – „მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა. უზომოდ ვაფასებ და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ქართული კვართის მორგების შესაძლებლობას. საქართველოს 7-კაცა თუ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მინდორზე გასვლა არა მარტო ჩემი სარაგბო კარიერის შემდეგ, ბევრად უფრო მაღალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს, არამედ ჩემ ფესვებთან და წინაპრებთან კავშირის აღდგენას.“ განაცხადა მეთიუ ჯენიმ.
ლიონში კი ხუთი ცვლილებით
ევროპის “გრან პრის” სტარტზე წარუმატებლად გამოსვლის შემდეგ საქართველოს “შვიდკაცამ” ლიონში საბურთაოდ ერთბაშად 5 მოთამაშე შეცვალა.
სამიდან პირველ ეტაპზე, მოსკოვში, პულში ჩავრჩით და მეცხრე ადგილიღა დავიკავეთ.
ამის გამო ნაკრების შტაბმა დამდეგ უქმეებზე ლიონში საბურთაოდ გადაახალისა 12-კაცა რაზმი:
გიორგი შკინინი ტრავმის გამო გამოგვაკლდა. ანზორ სიჭინავა, ირაკლი სვანიძე და იოსებ კიკვაძე 20წ ნაკრების წევრები არიან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ქართველი წინაპრის მყოლი ოქსფორდელი მეთ ჯენი (ჯანაშვილი) კი ახალბედ.
# | საქართველოს შვიდკაცა ლიონი 2015 |
1 |
ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი) |
2 |
ბახვა კობახიძე (ბათუმი) |
3 |
ანზორ სიჭინავა (აკადემია) |
4 |
ბიძინა სამხარაძე (რუმინეთი) |
5 |
შალვა მახარაშვილი (ყოჩები) |
6 |
ირაკლი სვანიძე (ჯიქი) |
7 |
იოსებ კიკვაძე (აია) |
8 |
ნიკო აფციაური (ყოჩები) |
9 |
მეთ ჯენი (ინგლისი) |
10 |
ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები) |
11 |
ირაკლი გეგენავა (ყოჩები) |
12 |
ლადო მიმინოშვილი (ბათუმი) |
ნოდარ ანდღულაძე (მენეჯერი) |
|
კახაბერ ალანია (მთავარი მწვრთნელი) |
|
ზაალ ლეჟავა (მწვრთნელი) |
|
პავლე ჯიმშელაძე (მწვრთნელი) |
|
სანდრო ჭეიშვილი (ვიდეო ანალიტიკოსი) |
|
ვახტანგ წიკლაური (ექიმი) |
|
კამილ ზასლავსკი (ფიზიო) |
|
ივანე ერგემლიძე (მაწრთობი) |
პულებად წილისყრით
რომ დასრულდა მოსკოვის ტურნირი, ორგანიზატორებმა მონაწილეებს სიურპრიზი შესთავაზეს:
მათემატიკური განთესვის ნაცვლად, დასი დაყვეს დონეებად, წილი იქვე უყარეს და პულებად ასე გაანაწილეს.
ჰოდა, ისევ არა-სახარბიელო კომპანიაში მოვხვდით:
თუ აქამდელი წესით ესპანეთი, ინგლისი და ბელგია გვერგებოდნენ მეტოქეებად, ზედიზედ მეორედ გადავეყარეთ საფრანგეთს და ევროპის 8-გზის ფალავანი პორტუგალიაც ჩვენთანაა.
“რაგბი ევროპის” საითი განრიგს ულუფებად, გაგანია შეჯიბრშიღა რომ აქვეყნებს, კვირის დროები ჯერჯერობით უცნობია და ვერც ისაა ცხადი, ფრანგები სთრიმს თუ მოაწყობენ.
სამაგიეროდ, ნაღდი ეგაა, რომ ფორმულა უცვლელია: თასის რვეულში ყველა პირველ-მეორე და ორიც უკეთესი მესამე ხვდება.
II ეტაპი |
ლიონი (სფრ) @ საქართველოს დროით |
საქართველო – |
13/06 | 13.06 | პორტუგალია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
15.00 | საფრანგეთი | 0:0 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
18.00 | იტალია | 0:0 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ჩვენი სატურნირო სტრატეგიის გამო იხილეთ რიოს გზა ლუჟნიკში იწყება
# | ევროპის გრან პრი 2015 | ჯამი | 1 | 2 | 3 | |||||||||||||||||
1 | რ |
საფრანგეთი |
20 |
20 |
– |
– | ||||||||||||||||
2 | მ |
რუსეთი |
18 |
18 |
– |
– | ||||||||||||||||
3 | + |
ესპანეთი |
16 |
16 |
– |
– | ||||||||||||||||
4 | = |
ინგლისი |
14 |
14 |
– |
– | ||||||||||||||||
5 | + |
პორტუგალია |
12 |
12 |
– |
– | ||||||||||||||||
6 | + |
გერმანია |
10 |
10 |
– |
– | ||||||||||||||||
7 | = |
უელსი |
8 |
8 |
– |
– | ||||||||||||||||
8 |
+ |
ლიტვა |
6 | 6 | ||||||||||||||||||
9 | + |
საქართველო |
4 |
4 |
– |
– | ||||||||||||||||
10 | + |
ბელგია |
3 |
3 |
– |
– | ||||||||||||||||
11 | + |
იტალია |
2 |
2 |
– |
– | ||||||||||||||||
12 | + # |
რუმინეთი |
1 |
1 |
– |
– | ||||||||||||||||
|