ლევანდოვსკის კომენტარი საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ
პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ საქართველოს ნაკრებთან გამართული შეხვედრა შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს, პოლონეთის ნაკრებმა საქართველო ანგარიშით 4:0 დაამარცხა, ხოლო ლევანდოვსკიმ შეხვედრაში გოლები 89-ე, 92-ე და 93-ე წუთებზე გაიტანა.
“პირველ ტაიმში გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი მქონდა, მაგრამ ისინი ვერ გამოვიყენე. პირველი გოლი რომ სწრაფად გაგვეტანა, მატჩის ბედიც მალე გადაწყდებოდა. ვფიქრობ, ჩვენი გულშემატკივრები კმაყოფილები უნდა იყვნენ.
რაც შეეხება ჩემს ჰეთ-თრიქს, ის ძალიან სწრაფად შევასრულე. ჩემი პირადი რეკორდის გაუმჯობესება რთული იქნება“, – თქვა მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა.