“ჩელსი” სონგის ყიდვას აპირებს
“ბარსელონას” ნახევარმცველი ალექს სონგი, შესაძლოა, “ჩელსიში” გადავიდეს. 27 წლის კამერუნელის თამაშით, რომელიც გასულ სეზონში იჯარის წესით “ვესტ ჰემის” ღირსებას იცავდა, ჟოზე მოურინიო მოიხიბლა.
ინგლისური პრესის ცნობით ლლონდონელები კატალონიურ კლუბს სონგის სანაცვლოდ 6 მილიონ გირვანქას შესთავაზებენ.
გასულ სეზონში სონგმა პრემიერლიგის 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქტივში სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.