თბილისის თასის მეორე ტურის კაპიტნის ვარჯიშები
თბილისის თასის 2015 წლის გათამაშების მეორე ტურამე 2 დღე რჩება. ტრადიციულად, მატჩების წინა დღეს, 16 ივნისს, ავჭალისა და შევარენის სარაგბო სტადიონებზე კაპიტნის ვარჯიშები გაიმართება.
პირველ ვარჯიშს ურუგვაი 10 საათზე გამართავს, 11 საათზე მზარდი ირლანდია დაიკავებს ავჭალის სარაგბო სტადიონს. მოგვიანებით კი, 5 საათზე ლევან დათუნაშვილი ბორჯღალოსნების ვარჯიშს შევარდენის სარაგბო ბაზაზე უკაპიტნებს.
რაც შეეხება მზარდი იტალიის განრიგს, მათი კაპიტნის ვარჯიში ისევ თამაშის დღეს, 17 ივნისს, გაიმართება.
კაპიტნის ვარჯიშების განრიგი:
16 ივნისი
10:00 – ურუგვაის ეროვნული ნაკრები (ავჭალის სარაგბო სტადიონი)
11:00 – მზარდი ირლანდია (ავჭალის სარაგბო სტადიონი)
17:00 – საქართველოს ეროვნული ნაკრები (შევარდენის სარაგბო სტადიონი)
17 ივნისი
10:00 – მზარდი იტალია (ავჭალის სარაგბო სტადიონი)
შეგახსენებთ, რომ ბილეთების გაყიდვა ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროებში განახლდება ხვალიდან – 16 ივნისიდან. სალაროები იმუშავებს 11:00-დან 19:00 საათამდე.
Rugby.GE