რეინამ მისი კარიერის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
მიუნხენის “ბაიერნის” კიპერმა პეპე რეინამ კარიერიდან საუკეთესო მწვრთნელი ამოარჩია. ასეთად ესპანელმა მეკარემ რაფაელ ბენიტესი მოიხსენია, რომელიც ამჟამად მადრიდის “რეალს” ხელმძღვანელობს. ბენიტესი რეინას “ლივერპულსა” და “ნაპოლიში” ხელმძღვანელობდა.
“ბენიტესი ჩემს კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია. “ლივერპულში” კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი მქონდა. იმ დროს ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვეძლო. სამწუხაროდ, ინგლისის ჩემპიონატი ვერ მოვიგეთ.
მომდევნო სეზონს რაც შეეხება, ჯერჯერობით “ბაიერნის” მეკარე ვარ და იმედი მაქვს, მეტი სათამაშო დრო მომეცემა”, – ციტირებს რეინას სიტყვებს “მარკა”.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენიტესმა “რეალში” შეიძლება სწორედ რეინა მიიყვანოს.