უნიტაზი და სხვა ნივთები, რომლებიც ცნობილ სპორტმენებს მოუპარავთ
ბევრი სპორტსმენი მოედნის მიღმა არაორდინალური მოქმედებით გამოირჩევა. დღეს რამდენიმე იმ სპორტსმენზე ვისაუბრებთ, რომელსაც ოდესმე მაღაზიაში მოუპარავს.
დავიდ დე ხეა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე ფუნთშა „Kripsy Kreme“-ს მოპარვისთვის დაიჭირეს. დე ხეამ თქვა, რომ მისი აღების შემდეგ საფულის მანქანაში დატოვება აღმოაჩინა და მანქანისკენ სწორედ ფულის ასაღებად გაეშურა.
ანდრეა დოსენა
„ლივერპულის“ ყოფილი მცველი დაცვამ მას შემდეგ გააჩერა, რაც მან თაფლისა და ხორცის საჭრელი მანქანის თანხა არ გადაიხადა. პოლიციამ ფეხბურთელის ახსნა მიიღო და ის ბრალდების წაყენების გარეშე გაუშვა.
მაიკლ კარტერ-უილიამსი
2012 წელს მაიკლი სავაჭრო ცენტრში დაცვასთან ერთად შენიშნეს. როგორც ჟურნალსიტებმა გაარკვიეს, კალათბურთელი მაღაზიიდან ხალათისა და ხელთათმანის გამოტანას ცდილობდა. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, სპორტმენმა მაღაზიას 500 დოლარი გადაუხადა.
ჯეიმის უინსტონი
„ტამპა-ბეის“ მოთამაშე გასულ გაზაფხულში მაღაზიიდან საჭმლის მოპარვისთვის 20-საათიანი სამუშაოებით დასაჯეს.
გლენ ჯონსონი
ინგლისის ნაკრების მცველი გლენ ჯონსონი მაღაზიიდან უნიტაზზე დასაჯდომის მოპარვისთვის 80 ფუნტით დააჯარიმეს
მაიკლ ლიკი
„ცინცინატი რედსის“ ბეისბოლისტს 6 10-დოლარიანი მაისურის მოპარვის გამო 30 საათის განმავლობაში მუშაობა მოუწია
ჯენიფერ კაპრიატი
17 წლის ჩოგბურთელი მას შემდეგ დააკავეს, რაც სავაჭრო ცენტრში მან 15 დოლარის ღირებულების ბეჭედში თანხა არ გადაიხადა. ახალგაზრდა სპორტსმენმა თქვა, რომ გადახდა უბრალოდ დაავიწყდა, რასაც სანქციები არ მოჰყოლია