ოთარ კიტეიშვილი: “დინამოს წევრობა პასუხისმგებლობას მიორმაგებს”
სლოვენიურ შეკრებაზე მყოფი “დინამო” დღეს მეორე სპარინგ მატჩს “დომჟალესთან” გამართავს. მოსამზადებელი ეტაპის შესახებ თბილისური კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.
“უკვე კვირაზე მეტი გავიდა რაც შეკრებაზე ვართ. მშვენიერი მოსამზადებელი პირობების გარდა, გარემოც ძალიან კარგია. მიმდინარეობს ტაქტიკური ვარჯიშები და თეორიული მეცადინეობები. ვმუშაობთ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე. ხშირად ტარდება სააზროვნო ვარჯიშები. მწვრთნელი ახალ იდეებს და მონახაზს გვაწვდის, ჩვენს მხრივ კი ბიჭები ვცდილობთ ყველაფერს მარტივად და მალე აუღოთ ალღო. უკვე ჩავატარეთ ერთი მატჩი ამ შეკრებაზე. მეტოქე არ იყო ჩვენზე ძლიერი, თუმცა დავმარცხდით. ეს მოსამზადებელი ეტაპია, ახალწვეულები გვყავს გუნდში და შეთამაშებაც მნიშვნელოვანია. გვქონდა არაერთი საგოლე სიტუაცია, თუმცა ვერ გავიტანეთ გოლი. ამ ეტაპზე შედეგს არ ააქვს მნიშვნლი, მთავარია შესაბამისად მოვემზადოთ ევროთასებისთვის.
ჩემს ასპარეზობას რაც შეეხება – ნახევარი წელიწადია გუნდში ვარ და არ ველოდი ესე მალე თუ შევეწყობოდი გუნდს. ის რომ დინამოს წევრი ვარ, პასუხისმგებლობას მიორმაგებს. აქ თამაში გარკვეული წნეხიც არის, მაგრამ ამისთვის მზად ვარ. რა თქმა უნდა არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას და უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავს. გუნდში ძალიან მეგობრული სიტუაციაა. ჩვენი დღევანდელი შესაძლებლობები, რომ შევაფასოდ, ვფიქრობ შეგვწევს უნარი რამდენიმე ეტაპი გადავლახოთ” – განაცხადა კიტიშვილმა.