ალკოჰოლის მსხვერპლი. ვიდალზე ევროპული გრანდები უარს ამბობენ
ჩილელმა ნახევარმცველმა თავი ცუდ დღეში ჩაიგდო.
კოპა ამერიკის ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, არტურო ვიდალი ნასვამ მდგომარეობაში კაზინოდან სახლში მიდიოდა. ფეხბურთელს ავტოავარია მოუვიდა. როგორც El Mercurio იუწყება, ამან 28 წლის შუახაზელს სატრანსფერო ფანჯარაზე სახელი გაუტეხა.
“რეალი”, რომელიც ავარიამდე ჩილელ ფეხბურთელში 45 მილიონ ეუროს იხდიდა, ინციდენტის შემდეგ შეთავაზება თავადვე გააუქმა.
არტუროს საქციელი არც “ოლდ ტრაფორდის” ბინადრებს მოეწონათ. “ლივერპულმა” და “არსენალმა” წარმომადგენლებს უკან დაბრუნება უბრძანეს და ისინი აღარ გამართავენ ვიდალის აგენთან მოლაპარაკებას, შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.
წყაროს შესაბამისად 99%-ით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი, არტურო ვიდალი “იუვენტუსში” დარჩება, თუ სასამართლომ პატიმრობა არ მიუსაჯა ჩილელს, რომელიც ახლა თავდებითაა გამოშვებული.