მესი VS რონალდუ: ცნობილმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა საუკეთესო დაასახელეს!
გთავაზობთ ცნობილი ფეხბურთელების, ექს-ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და ექს-მწვრთნელების ფრაზებს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელია საუკეთესო: კრიშტიანუ რონალდუ თუ ლეო მესი?
“სელებრითები”, რომელთაც კრიშტიანუ რონალდუ მესის ურჩევნიათ:
მარიო გიოტცე: “მე – გერმანელი მესი? მირჩევნია ვიყო, გერმანელი რონალდო”
ლუიშ ფელიპე სკოლარი: “მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ რონალდუ უფრო ძლიერია. “ბარსელონას” ყველა ფეხბურთელი ლეოზეა გადაწყობილი, ხოლო კრიშტიანუ ყველაფერს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე აკეთებს”.
ჟორჟე მენდეში(კრიშტიანუ რონალდუს აგენტი): “კრიშტიანუ რონალდუ უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე მესი”.
რადამელ ფალკაო: “მესი და რონალდუ დღესდღეობით საუკეთესოები არიან, მაგრამ ჩემი სიმპათიები პორტუგალიელისკენ იხრება”
სერხიო რამოსი: “მესის ვუფრთხივარ? – ცხოვრებაში არცერთი კონკურენტის არ მეშინია. მსოფლიოს საუკეთესო რონალდუა, მხოლოდ მის შემდეგ მესი. ისინი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოები არიან”.
ჩიჩარიტო: “რონალდუ თუ მესი? – კრიშტიანუ საუკეთესოა, მხოლოდ მის შემდეგ მესი”.
მარსელინო ელინა: “მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რონალდუა. მას როგორც თავით, ასევე ფეხითაც ულამაზესი გოლების გატანა შეუძლია. მესიც ბრწყინვალეა, მაგრამ საერთაშორისო დონეზე, პორტუგალიელი მას სჯობს”.
მარიო კემპესი: “უნდა ვაღიაროთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ უფრო მოტივირებული ფეხბურთელია. პორტუგალიელი ყოველთვის მეტს ითხოვს საკუთარი თავისგან, მასში მტაცებლის ინსტიქტებს ვხედავ. სწორედ ამიტომ სჯობს ლეო მესის”.
არსენ ვენგერი: “როდესაც მესი რონალდუს გატანილ გოლებს უყურებს, ის ფსიქოლოგიურად ნადგურდება. ლეო ვერასდროს იქნება კრიშტიანუზე უკეთესი, რადგან მორალურად დაცემულია”
რიკარდო ქუარეჟმა: “ჩვენ შევეჩვიეთ რონალდუსა და მესის ეპოქას, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ კრიშტიანუა საუკეთესო, ხოლო შემდეგ მესი”.
ზორან ტოსიჩი: “მესი თუ რონალდუ? ამაზე ზედმეტი პასუხი არ მაქვს. პორტუგალიელი საუკეთესოა”.
ზინედინ ზიდანი: “ის, რასაც რონალდუ აკეთებს ყველასათვის უცხოა. თუ იგივენაირად განაგრძობს, შეუძლია მესის ინდივიდუალურ პრიზებში გაუთანაბრდეს”.
სერ ალექს ფერგიუსონი: “რონალდუს შეუძლია ითამაშოს “უოტფორდის”, “მილუოლის”, “ქპრ”-ს წინააღმდეგ და გაიფორმოს ჰეთ-თრიქი. მესიმ რომ ინგლისის ჩემპიონატში გადმოვიყვანოთ, ვფიქრობ, ამას ვერ შეძლებს. ამიტომაც, კრიშტიანუ ლეოზე უკეთესია.”
პელე: “რამდენიმეწლიანი ბატონობის შემდეგ, რონალდუს ხანა მძვინვარებს. ადრე მესი, ახლა კი კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”.
კლაუდიო ჟენტილე: “ვფიქრობ, წინა წელი მესის სეზონი არ იყო. მან ვერაფერი მოიგო. ამჟამად საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუა”.
კაკა: “რონალდუ მესიზე განვითარებული და პროფესიონალი ფეხბურთელია. ამავდროულად, ის ჩემი ნამდვილი მეგობარია”.
“სელებრითები”, რომელთაც ლეო მესი რონალდუს ურჩევნიათ:
ფელიპე მელუ: “კრიშტიანუ რონალდუ კარგი ფეხბურთელია, ხოლო მესი გაცილებით უკეთესი, მსოფლიოში საუკეთესო”.
დევიდ ბექჰემი: “მესი უნიკალურობით გამოირჩეოდა, რომელიც წარმოუდგენლად მაღალ დონეზე თამაშობს. კრიშტიანოც კარგია, მაგრამ ის არგენტინელის მიღწევებს ვერასდროს გაიმეორებს”.
ისკო: “ჩემს ძაღლს მესი დავარქვი, რადგან ლეოს მსგავსად, ისიც საუკეთესოა”.
გუტი: “ამ ეტაპზე საუკეთესო არა რონალდუ, არამედ ლეო მესია. კრიშტიანუ კარგია, მაგრამ არგენტინელის ჩრდილში იმყოფება”.
ზეპ ბლატერი: “ლეო კარგი ბიჭია. ნებისმიერ მშობელს სურს მისნაირი შვილის სახლში ყოლა. ის ძალიან სწრაფი და მოქნილია, რაც მის ლამაზ თამაშზეც აისახება. კრიშტიანუ ნამდვილი გლადიატორია. ერთი დალაქთან უფრო დიდ დროს ატარებს და მის გარეგნობაზე ზრუნავს, როდესაც მეორე სტადიონზეა და დროს მისი ნაკლის აღმოფხვრას უთმობს, ვარჯიშით”.
ხორხე ვალდანო: “მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მეორე ადგილზე ტრავმირებული მესია”.
რონალდინიო: “კრიშტიანუ რონალდუ ყველაზეა გაბრაზებული, ის სწორედ ამ სტილით თამაშობს. სწორედ ამით გამოირჩევა მესი, რომ მას გაბრაზებული თამაში არ ახასიათებს. ის ყოველთვის მშვიდ განწყობაზეა”.
ბრაზილიელი რონალდო: “ვფიქრობ, რონალდუ და მესი მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ თუ არჩევანზე მიდგა საქმე, ტექნიკური მხრივ, არგენტინელი მირჩევნია”.
ჯანლუიჯი ბუფონი: “რონალდუ ამჟამად ახალს არაფერს აკეთებს. მესი კი ამ მხრივ უნიკალურია”.
სერხიო აგუერო: “პირი პლანეტაზე, რომელიც ყოველთვის საუკეთესო იქნება. კრიშტიანუ რონალდუ ძალიან კარგია, მაგრამ კატალონიელი მაინც მასზე მაღლა იდგება თუ ის სეზონში მხოლოდ ერთ გოლს შეაგდებს”.
კოკე: “ძალიან ძნელია, საუკეთესო ფეხბურთელი აირჩიო. რონალდუ საუკეთესო სპორტსმენია, მესი – ღმერთია. ისინი წარმოუდგენლად შრომობენ. ყველა გუნდს სჭირდება რონალდუ, მაგრამ მე მირჩევნია მესი მყავდეს”.
ჰრისტო სტოიჩკოვი: “ლეო ყოველთვის საუკეთესო იქნება. მას პელეს, მარადონას და კრუიფს ადარებენ. რონალდუს მხოლოდ მესის”
დიეგო სიმეონე: “ვფიქრობ, მესი უფრო საშიშია, ვიდრე “რეალის” შემტევი ტრიო: რონალდუ-ბენზემა-ბეილი ერთად აღებული”.
რაული: “საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია. მე მითამაშია ზიდანის, რონალდოს, ფიგუს, რონალდუს წინააღმდეგ, მაგრამ მესი მაინც სულ სხვაა. მას შეუძლია ის, რასაც ვერავინ გააკეთებს”.
ჯო ბარტონი: “არამგონია, სამყაროში ისეთი ადამიანები იყვნენ, რომელთაც რონალდუ მესის ურჩევნიათ. არგენტინელი უცხოპლანეტელია”.