თბილისის თასის ბოლო ტურის კაპიტნის ვარჯიშები
თბილისის თასის 2015 წლის გათამაშების ფინიშამდე ორი დღერჩება. ტრადიციულად, მატჩების წინა ხვალ, 20 ივნისს, ავჭალისა დაშევარდენის სარაგბო სტადიონებზე კაპიტნის ვარჯიშები გაიმართება.
პირველ ვარჯიშს ურუგვაი 10 საათზე გამართავს, 11 საათზე მზარდი ირლანდია დაიკავებს ავჭალის სარაგბო სტადიონს. მოგვიანებით კი, 6 საათზე ლევან დათუნაშვილი ბორჯღალოსნების ვარჯიშს შევარდენის სარაგბო ბაზაზე უკაპიტნებს.
რაც შეეხება მზარდი იტალიის განრიგს, მათი კაპიტნის ვარჯიში ისევ თამაშის დღეს, 21 ივნისს, გაიმართება.
თბილისის თასის ფინალური ტურის კაპიტნის ვარჯიშების განრიგი:
20 ივნისი
10:00 – ურუგვაის ეროვნული ნაკრები (ავჭალის სარაგბო სტადიონი)
11:00 – მზარდი ირლანდია (ავჭალის სარაგბო სტადიონი)
18:00 – საქართველოს ეროვნული ნაკრები (შევარდენის სარაგბო სტადიონი)
21 ივნისი
10:00 – მზარდი იტალია (ავჭალის სარაგბო სტადიონი)
შეგახსენებთ, რომ ბილეთების გაყიდვა ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროებშიდღეს განახლდა. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ 12:00-დან 19:00 საათამდე.
Rugby.GE