მარადონა ტევესს “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნებისკენ მოუწოდებს (ფოტო)
არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი დიეგო არმანდო მარადონა ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელ კარლოს ტევესს “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნებისკენ მოუწოდებს. არგენტინულ კლუბში უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ ტევესის დაბრუნება ძალიან გაუხარდებათ. არგენტინელმა ფეხბურთელმა სწორედ “ბოკას” რიგებში დაიწყო 2001 წელს პროფესიონალური კარიერა.
დიეგო მარადონამ სოციალურ ქსელში ტევესის ფოტო გამოაქვეყნა და ზედ წააწერა: “კეთილი იყოს შენი დაბრუნება”.
გასულ სეზონში კარლოს ტევესმა ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.