ვერატის წასვლა სურს
პსჟ-ს იტალიელ ნახევარმცველს, მარკო ვერატის პარიზული კლუბის დატოვება სურს.
Marca-ს ცნობით მოთამაშე გრძნობს, რომ მას გარემოს შეცვლა სჭირდება და მზად არის კარიერა “რეალში” ან “ბარსელონაში” გააგრძელოს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მადრიდელებმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ვერატის გადაბირების სურვლის უარყოფდნენ.
იტალიელი პსჟ-ს ღირსებას 2012 წლიდან იცავს და სამ სეზონში პარიზული გუნის მაისურით 88 მატჩი ჩაატარა.