SBM LEAGUE 2014/15: „ოქროს ნატახტარი“ – ზედიზედ მეორედ!
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შვიდ წლიან ისტორიაში, ზედიზედ მეორედ ნატახტარი ოქროს ლიგის ჩემპიონი გახდა. 21 ივნისს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალურ დარბაზში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ნატახტარიევროპაბეთს დაუპირისპირდა და 5-1 დაამარცხა. საკუთარი გუნდის გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ნატახტარის შემტევმა კახაბერ გოგოხიამ, რომელმაც გუშინ პოკერის შესრულება შეძლო, კიდევ ერთი გოლი გუნდის კაპიტნის გიორგი სეფერთელაძის ანგარიშზეა. „ბუკმეიკერების“ მხრიდან, რომელთათვისაც ეს სეზონის ლიგაში სადებიუტო იყო, თავი ლევან კოპალიანმა გამოიჩინა. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, რასაც დამატებით ხიბლს ორივე გუნდის ქომაგთა აქტიური მხარდაჭერა სძენდა.
ფინალის საუკეთესო მოთამაშედ რასაკვირველია, პოკერის ავტორი კახაბერ გოგოხია დასახელდა, მასვე ერგო ოქროს ლიგის 2014/15 წ.წ სეზონის საუკეთესოს ტიტულიც.
21.06.2015. ოქროს ლიგა. ფინალი
ევროპაბეთი – ნატახტარი 1-5
გოლები: კოპალიანი – გოგოხია (4), სეფერთელაძე
სხვადასხვა ნომინაციებში სეზონის გამორჩეული ფეხბურთელები, ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორის ესპანური სპორტული ბრენდის JOMA პრიზებით და ჩემპიონატის სპონსორის, დანიური ფეხსაცმლის ბრენდი „ეკკო“-ს 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.
- საუკეთესო მეკარე – დათა ფარაჯანაშვილი (საქართველოს ბანკი)
- საუკეთესო მცველი – გიგა კიკვიძე (GM ჭიათურა)
- უნივერსალი – ლევან კოპალიანი (ევროპაბეთი)
- ბომბარდირი – გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 17 გოლი
- საუკეთესო ასისტენტი – ბექა აფაქიძე (ნატახტარი) – 7 პასი
- ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი – გიორგი ლუკავა (ევროპაბეთი)
- საუკეთესო თავდამსხმელი – გიორგი ჯობავა (ვითიბი ბანკი)
- ფინალის საუკეთესო მოთამაშე – კახაბერ გოგოხია (ნატახტარი)
- ოქროს ლიგის 2014/15წ.წ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი –კახაბერ გოგოხია (ნატახტარი)
კვირასვე კიდევ ორი ფინალის მონაწილეთა ვინაობა გაირკვა.
როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა ვერცხლის ლიგის განმეორებითი ½ ფინალური დაპირისპირება კრედოსა და „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გუნდებს შორის. პირველი მატჩის მსგავსად, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა, გუშინდელ შეხვედრაშიც საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 1-1 და გამარჯვებულის გამოსავლენად 7 მეტრიანი დარტყმების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც მეტოქეზე უკეთ კრედოს ფეხბურთელებიგაისარჯნენ და ლიგის ისტორიაში მათთვის პირველი ფინალის საგზურიც მოიპოვეს. რაც შეეხება GWP-ის, საპლეიოფო სერიაში მათ მეორედ მოუხდათ „საფეხბურთო ლატარეის“ თამაში და 1/4 ფინალისგან განსხვავებით სადაც ვითიბის სძლიეს, ამჯერად იღბალი მათ მხარეს არ აღმოჩნდა.
ყოველგვარი მოულოდნელობების გარეშე ჩაირა მეორე 1/2 ფინალურმა „გარჩევამ“. პირველ შეხვედრაში სნიკერსს 3-0 ყავდა საქართველოს ბანკი დამარცხებული და მიუხედავად საკადრო პრობლემებისა უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებია, ფრე 1-1.
21.06.2015. ვერცხლის ლიგა. 1/2 ფინალი (II რაუნდი)
GWP – კრედო 1-1 (2-2)პენ. 4-5
სნიკერსი – საქართველოს ბანკი 1-1 (3-0)
ვერცხლის ლიგის ფინალური შეხვედრა, შაბათს, 27 ივნისს 18:00 სთ-ზე გაიმართება.
28 ივნისს, გაერთიანებული ლიგის ფინალში კი ერთმანეთს ბიბლუსი და თრეველკემპ ჯორჯია დაუპირისპირდებიან.
½ ფინალში, ბიბლუსის მეტოქე ასევე ბრინჯაოს ლიგიდან დაქვეითებული მედიქლაბჯორჯია იყო, რომელსაც 4-1 სძლია.
თრეველკემპი კი ერთადერთი გუნდია მიმდინარე სეზონში რომელმაც ფინალამდე უდანაკარგოდ მიაღწია, ამჯერად მათი „მსხვერპლი“ გორგია გახდა, რომელსაც 5-3 მოუგეს და დამსახურებულად მოიპოვეს ფინალის საგზური.
21.06.2015. გაერთიანებული ლიგა. 1/2 ფინალი
მედიქლაბჯორჯია -ბიბლუსი 1-4
თრეველკემპ ჯორჯია – გორგია 5-3
21 ივნისიდან, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში დაიწყო საქველმოქმედო აქცია „ერთად დავეხმაროთ თბილისს“, რომელიც თბილისის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არის მიმართული. ყველა სათამაშო დღეს დარბაზის ტერიტორიზე განთავსებული იქნება სპეციალური ყუთი და თითოეულ სტუმარს საშუალება ექნება გაიღოს საკუთარი მინიმალური წვლილი ამ ადამიანების დასახმარებლად. შეგროვებული თანხა ვითიბი ბანკში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური