სამტრედიაში ახალწვეულები წარადგინეს
“სამტრედიამ” ახალწვეულები წარადგინა. კლუბის პრეზიდენტმა და მმართველმმა დირექტორმა გუნდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და გულშემატკივარს წარუდგინა, საფეხბურთო კლუბში ძირეული ცვლილებები განხორცილედა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გია ცეცაძე, რომელსაც ახლო წარსულში საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული მეკარე გრიგოლ ჭანატურია და ასევე ყველასთვის კარგად ცნობილი ფიზმომზადების მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძე გაუწევს დახმარებას.
მწვრთნელებთან ერთად სამტრედიამ გუნდის ახალწვეული ფეხბურთელები წარადგინა : გაბრიელ თებიძე, ჯემალ გოგიაშვილი, დავით მთივლიშვილი, ლაშა შერგელაშვილი,გიორგი მჭედლიშვილი, გიგი იოსელიანი, დაჩი ცნობილაძე, დავით რაჟამაშვილი,თემურ მარკოზაშვილი, ავთო ენდელაძე ,ბუდუ ზივზივაძე,ირაკლი სიხარულიძე და ალექსანდრე კვარაცხელია.გასრულებული სეზონის შემდეგ გუნდში დარჩნენ,კახაბერ მეშველიანი,გიორგი დათუნაიშვილი,თაზო კიკაბიძე,ლევან შილაკაძე,ნიკოლოზ შაფათავა,გიორგი ახალაძე,საბა თვალავაძე,გიორგი ჭეიშვილი.