კალდერონი: “რამოსი “რეალში” ბედნიერი არაა”
მადრიდის “რეალის” ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი აცხადებს, რომ სერხიო რამოსი “სამეფო კლუბში” ბედნიერი არ არის.
შეგახსენებთ, რომ რამოსს მადრიდელებთან კონტრაქტი 2017 წელს ეწურება. ესპანელი მცველის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს, ხოლო კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გულშემატკივრებს მის შეძენას დაპირდა.
“ბუნებრივია, რომ რამოსი “რეალში” ბედნიერი არაა, რადგან მას პრეზიდენტი კონტრაქტის გახანგძლივებას არ თავაზობს. რამოსმა, თავის დროზე, კარლო ანჩელოტის მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ ის “სამეფო კლუბიდან” არ უნდა გაეშვათ, ასე მოიქცა იკერ კასილასიც.
ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო დღეებში. “რეალის” ფანებს რამოსი ძალიან უყვართ. არ ვიცი, არის თუ არა ის მსოფლიოს საუკეთესო მცველი, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის”, – უთხრა კალდერონმა talkSPORT-ს.