„ზენიტის“ პრესატაშემ ვიტსელის „მილანში“ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა
სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ პრესატაშემ დიმიტრი ცინერმანმა „სპორტ ექსპრესთან“ ინტერვიუში ნახევარმცველ აქსელ ვიტსელის „მილანში“ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ფეხბურთელი „ზენიტის“ ეკუთვნის, ამიტომაც კლუბის გარეშე მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. მედია უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მის „იუვენტუსში“ ან „მილანში“ ტრანსფერის შესახებ აწერს. არ ვიცი, საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაცია, მაგრამ ამ მომენტისთვის „ზენიტს“ ვიტსელთან დაკავშირებით წინადადება არ მიუღია. შესაბამისად, კლუბს მოლაპარაკება არავისთან აქვს.
აქსელი ძალიან ნიჭიერი და ძვირადღირებული ფეხბურთელია, რომელიც ფორმის პიკში იმყოფება. მისი სატრანსფერო ფასის გათვალისწინებით, „ზენიტი“ მოლაპარაკებას, ალბათ, არ დაიწყებს“, – განაცხადა „ზენიტის“ პრესატაშემ.
გარკვეული ინფორმაციით, კონტრაქტის მიხედვით, ვიტსელის სატრანსფერი ფასი ას მილიონ ევროს შეადგენს.