“ბოკამ” ტევესის ტრანსფერი დაადასტურა
“ბოკა ხუნიორსის” გენერალურმა მდივანმა სესარ მარტუჩიმ კლუბში კარლოს ტევესის დაბრუნება დაადასტურა. მისი თქმით, 31 წლის ფეხბურთელის სამშობლოში დაბრუნება არგენტინულ ფეხბურთზე დადებით გავლენას იქონიებს. ტევესის ტრანსფერი ხუთ მილიონ ევროდ შეფასდა, ფეხბურთელი 7 ივლისს უნდა წარადგინონ.
“მოხარულები ვართ, რომ მრავალი წლის შემდეგ ტევესი დაგვიბრუნდა. იმედი გვაქვს. მისი დაბრუნება საწინდარი იქნება იმ წარმატებებისა, რომელსაც ჩვენი კლუბისგან ელიან. არგენტინული ფეხბურთისთვის ტევესის დაბრუნება ძალიან კარგია. ფანებს მისი თამაშით ტკბობის საშუალება ექნებათ”, – მარტუჩის სიტყვები “მარკამ” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესმა სწორედ “ბოკას” რიგებში დაიწყო 2001 წელს პროფესიონალური კარიერა.
გასულ სეზონში არგენტინელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.