რობინიო დუნგას გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა
პარაგვაის ნაკრების კარში „კოპა ამერიკას“ 1/4-ფინალური ეტაპის მატჩში გოლის ავტორმა რობინიომ განვლილი შეხვედრა შეაფასა.
„მოედანზე დარჩენა მსურდა, რათა პენალტი შემესრულებინა, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად ყოველთვის მზად ვარ.
ამ შედეგს უნდა შევეგუოთ. საჭიროა, გვესმოდეს, რომ გუნდს კიდევ ბევრი აქვს გასაუმჯობესებელი.
დღეს მოგება შეგვეძლო, მაგრამ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოვახერხეთ, რის გამოც უაზრო გოლი გავუშვით“, – განაცხადა რობინიომ.