საქართველო გეგმებს 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ისახავს

თარიღი: ივნისი 30, 2015

მსოფლიო თასი ახლოვდება და საქართველო მიზნებს უკვე იაპონიაში გასამართი 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ისახავს, რომელიც ბორჯღალოსნებისთვის ზედიზედ მე-5 ასპარეზობა იქნება.

პულში მესამე ადგილის დაკავებით ბორჯღალოსნები 2015 წლის მსოფლიო თასს არა მხოლოდ ყველაზე წარმატებულ ტურნირად აღიარებენ, არამედ მომდევნო მსოფლიოსვის შესარჩევ პროცესსაც აუვლიან გვერდს და 2019 წელს პირდაპირ იაპონიისკენ გაემართებიან.

ამ მიზნის მისაღწევად მილტონ ჰეიგის გუნდმა ჯგუფში მინიმუმ 2 მატჩი უნდა მოიგოს.

19 სექტემბერს, კინგსჰოლმზე გამართულ ჯგუფის გახსნით მატჩში ტონგას დამარცხება ქართველებისთვის ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ევროპის ერთა თასის გამარჯვებულები ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ.

„ინგლისში რომ ჩავალთ პირველ სამ კვირას გუილფორდის „სური სპორტს პარკში“ გავატარებთ. ნამდვილად გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ სხვებზე ადრე ჩავდივართ მასპინძელ ქვეყანაში. გვექნება 3 საკონტროლო მატჩი – ნიუკასლის ფალკონზთანკინგსტონ პარკზე, კანადასთან ეშერზე და იაპონიასთან გლოსტერში. ჩვენი წინა სატურნირო პროგრამა უკვე სტრუქტურიზებულია“- განაცხადა ახალზელანდიელმა ჰეიგმა.

იაპონიასთან უკანასკნელი საკონტროლო მატჩით კინგსჰოლმ სთედიუმზე ქართველებს ტონგას წინააღმდეგ მოსამზადებლად კარგი საშუალება ეძლევათ.

„იაპონიის პირველი თამაშიც კინგსჰოლმზე იმართება, ასე, რომ ტურნირის დაწყებამდე ასეთი პრაქტიკის გავლით ორივე მხარე კმაყოფილები ვართ. ეს მზადების სხვა ნაწილია, რომელსაც სწორედ ტურნირის დაწყებამდე გავივლით“- დაამატა ჰეიგმა.

მეორე დონის სარაგბო ქვეყნებისთვის წინა სატურნირო მოსამზადებელი პერიოდი სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია.

„ჩვენი სამზადისი აბსოლუტურად ტურნირზე ორიენტირებულია.  ამაზე 18 თვის წინ ვილაპარაკეთ ქრეიგ ვაითთან – უელსის, ბრიტანეთისა და ირლანდიის ‘ლომების’ ფიზიკური მომზადების ყოფილ მწვრთნელთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი მზადების პროცესი ტონგასთან შედარებით უფრო დატვირთულია, რადგანაც ევროპასთან ახლოს ვართ და მათთან შედარებით მეტ მატჩს ვთამაშობთ.“

„ასევე ვიყენებთ მსოფლიო დონის აღჭურვილობას და მივდივართ პოლონეთში ტურნირისთვის მოსამზადებელ კრიოთერაპიაზე. თუ სათანადოდ მოვემზადებით მაშინ შეგვიძლია საკუთარ თავს იმის შანსიც მივცეთ, რომ მსოფლიო თასს კარგად დავიწყებთ, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მიზანი, რომელიც უკვე ორი წელია დავისახეთ, იაპონიის მსოფლიო თასზე შესარჩევის გარეშე მოხვედრაა, რასაც მინიმუმ ორი თამაშის მოგება სჭირდება. სწორედ ეს არის, რისთვისაც ვმუშაობთ და რაზეც დღეიდან 19 სექტემბრამდე ვიქნებით ფოკუსირებულნი.“

36-დან 40-მდე მოთამაშე შეიკრიბება თავდაპირველი სატურნირო რაზმისთვის, რომელიც სამწვრთნელო ბაზაზე პირველი სამი კვირის მანძილზე გაივლის შეკრებას. „ტოპ 14“-ის რამდენიმე მოთამაშეს ამ ეტაპზე ტრავმები აქვს, ასე, რომ ჰეიგმა რამდენიმე ახალი მოთამაშე დაიმატა.

სასელექციო რაზმის ჩამოსაყალიბებლად, თბილისის თასის ტურნირმა ჰეიგს ბევრი მოთამაშის გადახედვის შესაძლებლობა მისცა.

„ტურნირმა ნამდვილად კარგი შესაძლებლობა მოგვცა იმისათვის, რომ რამდენიმე მოთამაშეს კარგად დავკვირვებოდით და მსოფლიო თასის სამზადისში მოგვეაზრებინა. მზარდ ირლანდიასთან თამაში მართლაც გადამწყვეტი მატჩი იყო 3-4 ბიჭისთვის, იმის გადასაწყვეტად იქნებოდნენ თუ არა ისინი 39 კაციან საშეკრებო რაზმში.“ – განაცხადა ჰეიგმა.

 

ქართული რაგბი უნდა გაიზარდოს

 

ინგლისში ბორჯღალოსნების კარგი თამაში კიდევ ერთხელ გაუსვამდა ხაზს უმცროსი ბორჯღალოსნების მიღწევებს 20-წლამდელთა ალაფის მოგების შემდეგ, რაც ბიჭებისთვის დამატებითი სტიმულია.

საქართველოს რაგბის კავშრის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე: „ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ საქართველოში რაგბი უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს, რასაც მსოფლიო თასზე კარგი ასპარეზობა განაპირობებს. თუ ჩვენ ამ ტურნირზე კარგად წარვდგებით, საქართველოში რაგბის მოთამაშეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ წლების განმავლობაში უპრეცენდენტო ზრდა იყო: 2 300-დან 11 000 მორაგბემდე ავედით. რა თქმა უნდა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ რაოდენობის კიდევ უფრო გასაზრდელად შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მეტი ცოდნა და განათლება გვჭირდება. ვფიქრობ, მსოფლიოზე თუ კარგად წარმოვადგენთ საკუთარ გუნდს სპონსორების რაოდენობა და მთავრობის მხარდაჭერაც გაიზრდება. ასე, რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული.

„ვაპირებთ, რომ ორი თამაში მოვიგოთ, რაც ადვილი ნამდვილად არ იქნება. ტონგაც და ნამიბიაც ორივე ძლიერი გუნდებია, თუმცა მოგება შესაძლებელია. შემდეგ ვეთამაშებით არგენტინას – გუნდს, რომელსაც საკმაოდ კარგად ვიცნობთ და შემდეგ ახალი ზელანდიას. მატჩების გამართვა ასეთ ქვეყნებთან ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა, რადგანაც თამაშის შესაძლებლობა ისეთ გუნდებთან, როგორიც „ოლ ბლექსია“ ბევრ მოთამაშეს არ ეძლევა. ამ შანსით ნამდვილად ვამაყობთ და ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ მათთან საბრძოლველად.  ჩვენი მიზნები საკმაოდ ნათელია, რის მისაღწევადაც ცდას არ დავიშურებთ.

„2019 წლის მსოფლიო თასისთვის ავტომატური გასვლა საშუალებას მოგვცემს ორიენტირი მხოლოდ ტურნირზე ავიღოთ და აღარ ვინერვიულოთ შერჩევის პროგრამაში თამაშების მოგებაზე. ეს მწვრთნელებისთვის და კავშირისთვის ნამდვილი სამოთხე იქნება. გაწერილ გეგმას დავსახავთ, რომლის განსახორციელებლადაც 4 წელი გვექნება, გუნდიც შესაბამისად მოემზადება და გპირდებით, რომ 2019 წელს საქართველო სარაგბო სამყაროს ნამდვილად გააოცებს. ჩვენ სრულიად სხვა გუნდი გვეყოლება, რომელიც ძალიან ბევრი ახალი მორაგბით სრულიად განსხვავებულ რაგბს ითამაშებს.“

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა