“ინტერი” იოვეტიჩისადმი ინტერესი განაახლა
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ინტერის” ხელმძღვანელობა “სიტიდან” სტევან იოვეტიჩის გადაბირების შესაძლებლობას კვლავ განიხილავს.
სტევანმა ინგლისურ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. ამიტომ, სიტიში მის გასხვისებაზე ფიქრობენ.
მილანური კლუბის გარდა მის მიმართ ინტერესს “იუვენტუსი” და “ლივერპული” იჩენენ.
პრემიერ ლიგის გასულ სეზონში იოვეტიჩმა მანჩსტერელთა შემადგენლობაში 17 შეხვედრაში ითამაშა და 5 გოლის გატანა შეძლო.