პრევიუ: “დინამო” – “გაბალა”
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ახალ სეზონს ევროპის ლიგის მატჩით დაიწყებს. განახლებული თბილისის “დინამო” ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტპაზე აზერბაიჯანულ “გაბალას” შეხვდება.
აზერბაიჯანულმა კლუბმა გასულ სეზონში “დინამოს” მსგავსად ჩემპიონატი მესამე პოზიციაზე დაასრულა და გასული სეზონის მსგავსად, წელსაც მოიპოვა ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება. თუმცა, ტრადიციებით და გამოცდილებით “გაბალა” დინამოსთან ახლოსაც ვერ მოვა. აზერბაიჯანელებს ევროპულ ასპარეზზე დებიუტი სწორედ შარშან ჰქონდათ.
გუნდის ძირითადი ბირთვი ლეგიონერებისგან შედგება, რომელთაც სათავეში გამოცდილი უკრაინელი მწვრთნელი, რომან გრიგორჩუკი უდგას. გუნდში მისი მოსვლის შემდეგ უკრაინელი და უკრაინაში თამაშის მქონე ფეხბურთელები “გაბალაში” დიდი პოპულარობით სარგებლობე.
გასულ სეზონთან შედარებით ცვლილებები თბილისის “დინამოშიც” მოხვდა. გია გეგუჩაძემ გუნდთან ერთად სრულფასოვანი შეკრება ჩაატარა და გუნდიც საკუთარი გემოვნებით დააკომპლექტა. ამ ეტაპზე “დინამოს” მთავარ პრობლემად დაცვის ხაზი გვესახება, სადაც პრობლემატური მარცხენა და ცენტრალური მცველის პოზიციები. გუნდის კაპიტანი, ნიკა ჭანტურია სარეაბილეტაციო პროცესს გადის და გუნდს ვერ ეხმარება, ხოლო რენე ფერეირას შეკრება ოჯახური პრობლემების გამო გაუცდა და ოპტიმალური ფორმისგან შორსაა. თბილისელთა სამწვრთნელო შტაბი და გულშემატკივრები დიდ იმედებს ამყარებენ გუნდის მთავარ ახალწვეულზე, 37 წლის ალექსანდრე იაშვილზე, რომელსაც ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს და ბოლო პერიოდში აზერბაიჯანული ფეხბურთის შიდა სამზარეულოსაც კარგად გაეცნო.
“დინამოსა” და “გაბალას” დაპირისპირების პირველ რაუნდს “დინამო არენა” ხვალ 20:00-დან უმასპნიძებს. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი კი 5 ლარია.