პრევიუ: “ბოტოშანი” – “ცხინვალი”
ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე უცნობი მეტოქე ევროპალიგის დებიუტან “ცხინვალს” ერგო.
აღსანიშნავია, რომ ცხივალელთა მეტოქე ევროასპარეზზე სრულიად შემთხვევით მოხვდა. “ბოტოშანიმ” ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულა, თუმცა საქმე იმაშია, რომ მასზე წინ მყოფმა კლუბებმა უეფას ლიცენზია ვერ მიიღეს და საგზურიც ავტომატურად ბოტოშანელებს ერგოთ.
გუნდის ძირითადი ბირთვი ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშების სინთეზს წარმოადგენს. “ბოტოშანსი” ღირსებას რამდენიმე ლეგიონერიც იცავს, რომელთა შორის ყველაზე გამოცდილი 30 წლის შოტლანდიელი სკოტ რობერტსონია. ნახევარმცვლეს “დანდის” და “დანდი იუნაიტედის” შემადგენლობაში თამაშის გამოცდილებაც აქვს.
ცხინვალელები სადებიუტო ევროსეზონისთვის საქართველოში მოემზადნენ და ერთი ამხანაგური მატჩი ერევანში გამართეს, სადაც სომხეთის ჩემპიონის დამარცხება შეძლეს.
ახალი სეზონის სტარტზე კაჭარავას გუნდი რამდენიმე გამოცდილი მოთამაშით გაძლიერდა. მართლაია, “ცხინვალი” ევროპულ ტურნირზე პირველად თამაშობს, მაგრამ გუნდის ძირითადი ბირთვის წევრებს ზურგს საკმაო გამოცდილება უმაგრებთ. ცალკე აღნიშნვის ღირსია აკაკი შულაიას ტრანსფერი. ახალგაზრდა მოთამაშის გადაბირება რამდენიმე კლუბი ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ მისთვის ბრძოლა ცხინვალელებმა მოიგეს.
საერთ ჯამში ამ წყვილში ფავორიტის დასახელება გაგვიჭირდება. ქვეყნების საფეხბურთო დონიდან გამომდინარე მცირე უპირატესობას “ბოტოშანის” მივანიჭებთ, თუმცა “ცხინვალი” უშანსოდ ნამდვილად არ არის.