დაბრუნდება თუ არა ფილიპ ლამი გერმანიის ნაკრებში?
მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ფილიპ ლამი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ „ბუნდესტიმის“ ექს-კაპიტანმა საერთაშორისო კარიერის დასრულება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გადაწყვიტა, ტურნისია, რომელიც მისმა გუნდმა ტრიუმფით დაასრულა.
„ნაკრებში არ დავბრუნდები. მათ, ვინც მიცნობს, იციან, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ნაკრებიდან წასვლის საუკეთესო დროა.
ჩემი პირადი ცხოვრება პროფესიულ საქმეებზე უფრო მნიშვნელოვანია. ბავშვების დაბადება მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო გრანდიოზული მოვლენაა. როდესაც ბრაზილიის მუნდიალზე ვიყავი, ოჯახი მენატრებოდა. ახლა კი ცოლ-შვილთან მეტი დროის გატარების საშუალება მეძლევა. ყველაზე მეტად ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც საყვარელი ადამიანების გვერდით ვარ“, – განუცხადა ლამმა „France Football“-ს.