რუსთავში ახალი საფეხბურთო კლუბი შეიქმნება
დღეს საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი იყო. სხდომა რომელსაც ქალაქის მერი დავით ჯიქია და მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე ესეწრებოდა რუსთავის საფეხბურთო კლუბის შექმნას ეხებობდა. პირველ ეტაპზე გადაწყდა რომ თვითმმართველობა დაარეგისტრირებს შ.პ.ს.-ს რუსთავის “რუსთავი”, რომლის ბაზაზეც ახალი კლუბი, სასურველია ძველი და გამოცდილი ფეხბურთელებით შეიქმნება. შემდგომ განცახდებით რომელსაც თხოვნის ფორმა ექნება მიმართავენ ფეხბურთის ფედერაციას რომ კლუბს პირველ ლიგაში თამაშის უფლება მისცენ. მომავალში თუ რა ნაბიჯებს გადადგავს მერია ფედერაციის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. საუბარი შეეხო სტადიონს, რომელიც ამ დროისთვის კომპანია “ქართული ფოლადი”-ს საკუთრებაა, დავით ჯიქიას თქმით ქარხანას სურს მოედანი 1 000 000 დოლარად გაყიდოს, როცა თავად 4 წლის წინ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში 100 000 დოლარად შეიძინა. “ქართულ ფოლადსა” და თვითმმართველობას შორის თუ ვერ მოხერხდა შეთანხმება მაშინ საჭირო იქნება ახალი საფეხბურთო ბაზის აშენება რომელიც უშუალოდ რუსთავის კლუბს მოემსახურება. მერი იმედს გამოთქვამს რომ გუნდს დაუბრუნდებიან ის რუსთაველი ფეხბურთელები რომლებიც ამ დროისთვის სხვადასხვა კლუბებში თამაშობენ. საკრებულოს სხდომაზე საკითხი განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს.
შეგახსენებთ რომ რუსთავის “მეტალურგი”-ს პრობლემები ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც “ქართულმა ფოლადმა” კლუბი არარენტაბელურად გამოაცხადა და 1 ლარად გაასხვისა. მას მერე ფეხბურთელებს და კლუბის მომსახურე პერსონალს მუდმივად ჰქონდათ ფინანსური პრობლემები. საბოლოოდ ეს ყველაფერი თამაშებზეც აისახა და მიმდინარე სეზონზე რუსთავის მეტალურგმა უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში გადაინაცვლა.
წყარო: Info Rustavi