ფიფას განახლებული რეიტინგი: ლიდერი შეიცვალა
დღეს ფიფას ივლისის თვლის რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველო 14 პოზიციით დაქვეითდა და ახლა თურქმენეთსა და ჰონგ კონგს შორის 153-ე ადგილი უკავია. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ფიფას რეიტინგში ყველა დროის ყველაზე ცუდი შედეგი 156-ე პოზიცია ყოფილა, რომელიც შორეული 1994 წლის მარტში დაიკავა.
ცვლილებაა ლიდერთა შორის: გერმანიამ პირველი ადგილი არგენტინას დაუთმო, რომელსაც მანამდე მესამე პოზიცია ეკავა.
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი დანარჩენი მეტოქეების პოზიციებს რაც შეეხება, შოტლანდია 29-ე ადგილზეა, პოლონეთი 30-ე, ხოლო ირლანდიას 52-ე პოზიცია უკავია.
რეიტინგის ზედა ოცეული ასე გამოიყურება:
1. არგენტინა — 1473
2. გერმანია — 1411
3. ბელგია — 1244
4. კოლუმბია — 1217
5. ჰოლანდია — 1204
6. ბრაზილია — 1186
7. პორტუგალია — 1186
8. რუმინეთი — 1166
9. ინგლისი — 1157
10. უელსი — 1155
11. ჩილე — 1129
12. ესპანეთი — 1110
13. ურუგვაი— 1036
14. ხორვატია — 1023
15. სლოვაკეთი — 1016
16. ავსტრია — 1016
17. იტალია — 1001
18. შვეიცარია — 997
19. ალჟირი — 941
20. ჩეხეთი — 933
…
152. თურქმენეთი — 167
153. საქართველო — 165
154. ჰონგ კონგი — 163
154. გუამი — 163