რომან ფიფიამ პირველი კომენტარი გააკეთა: “ეს ნორმალურია?!”
დღეს გაიმართა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა, სადაც ორი მატჩის ჯამში “გაბალამ” “დინამოს” 3-2 სძლია.
დედაქალაქელთა დამარცხების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა “დინამოს” პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ, რომელიც მსჯაობით იყო უკმაყოფილო.
“ორივე მატჩში “დინამომ” კაცნაკლული ითამაშა. რა ვთქვა მეტი? ჩვენ იძულებული ვიყავით ათი კაცით გვეთამაშა. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?! ჟურნალისტებო, შეხედეთ ამ ფაქტს და გამოთქვით თქვენი აზრი. მე არ მსურს ახსნა განმარებების კეთება, მაგრამ ეს ის მომენტია, როდესაც ჩემი ბიჭების გვერდით ვარ. ათ მოთამაშეს ყველა ადვილად დაამარცხებს.
ასევე, იყო ეპიზოდი, როდესაც გავიტანეთ გოლი და მსაჯმა გაგვიუქმა. ეჭვი მეპარება, ეს ხელით თამაში ყოფილიყო. გოლი “სუფთა” იყო. არ ვიცი მსაჯებზე რა ვთქვა, თავად შეაფასეთ,”-განაცხადა ფიფიამ.