სტანდარტები მსოფლიო რაგბის ეგიდით გამართულ ყველა ტურნირზე ინერგება

თარიღი: ივლისი 11, 2015

მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა კომიტეტმა შემოიღო სტანდარტიზირებული მიდგომა ელიტურ სარაგბო ტურნირებზე საბაზო მოთხოვნების განხორციელების მიმართ, რაც მოთამაშეთა კეთილდღეობაზე ზრუნვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

მოთამაშეთა კეთილდღეობის უპრეცედენტო 10-პუნქტიანი სტანდარტები, რომლებიც მსოფლიო რაგბმა 2014 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა, პირველად 2015 წლის მსოფლიო თასზე შევა პრაქტიკაში. მსოფლიო რაგბის სამედიცინო კომისიის მიერ შემუშავებული ეს სისტემა ახლა მსოფლიო რაგბის ეგიდით გამართულ ყველა საერთაშორისო ტურნირზე დაინერგება.

აღმასრულებელმა კომიტეტმა სხვა საერთაშორისო ტურნირებსაც მოუწოდა ამ სტანდარტების პრაქტიკაში გამოყენებისკენ; მსოფლიო რაგბი უკვე აწარმოებს შესაბამის მოლაპარაკებებს ძირითადი სარაგბო ღონისძიებების ორგანიზატორებთან.

სტანდარდების სისტემა მოიცავს ტვინის შერყევის პრევენციისა და მენეჯმენტის 6 ძირითად ფუნქციას, რომელიც თავის მხრივ ტვინის შერყევის სავალდებულო შემოწმებას, დაზიანების ამოსაცნობი ტექნიკის გამოყენებას, სწავლებასა და ინცინდენტის განხილვის სისტემას გულისხმობს.

2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე მორაგბეთა კეთილდღეობის 10-პუნქტიანი სტანდარტების შემდეგი სისტემა იმოქმედებს:

1.      ტურნირამდე, თითეული გუნდის ექიმმა ან კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსმა უნდა დაადასტუროს, რომ თითოეული მოთამაშე, ნებისმიერი სამედიცინო თვალსაზრისით, გონებრივად თუ ფიზიკურად, მზად არის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

2.      თითოეულმა მოთამაშემ უნდა შეავსოს კარდიოლოგიური სქრინინგის კითხვარი და გაიაროს შესაბამისი შემოწმება, სავალდებულო ელექტროკარდიოლოგიური ტესტის ჩათვლით.  ამ ყველაფრის განხორციელება მოთამაშის ტურნირზე გამგზავრებამდე უნდა მოხდეს.

3.      ყველა გუნდის და მატჩის სამედიცნო პერსონალმა უნდა გაიაროს მსოფლიო რაგბის სასწავლო კურსები ტვინის შეყევასთან, დოპინგ-კონტროლთან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

4.      ყველა გუნდის და მატჩის სამედიცნო პერსონალს ტურნირამდე გავლილი უნდა ჰქონდეს მსოფლიო რაგბის მე-2 დონის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსი (მინიმალური მოთხოვნა: მე-2 დონის სერტიფიკატი) ან მისი ექვივალენტი.

5.      ტურნირამდე ერთი წლის განმავლობაში, ყველა მოთამაშემ და გუნდის მენეჯმენტმა უნდა გაიაროს ტვინის შერყევასთან დაკავშირებული საგანმამათლებლო სესია. ეს ტრენინგი მინიმუმ ძირითად ინფორმაციას უნდა მოიცავდეს, რომელიც თავის ტრავმების შეფასების ოქმშია მოცემული.

6.      თითოეულმა მოთამაშემ უნდა გაიაროს ტვინის შერყევის ბაზისური შეფასებასპორტში ტვინის შერყევის შეფასების პროცედურის (SCAT 3) მიხედვით. ასევე რეკომენდირებულია ყველა გუნდის მიერ ნევროკოგნიტური კომპიუტერული შეფასების გავლა.

7.      გუნდებმა უნდა დაადასტურონ, რომ მათ თითოეულ მოთამაშეს გავლილი აქვს ტვინის შერყევის რისკის შეფასების ეტაპობრივი სწავლება, რომელიც ხელს უწყობს ტვინის შერყევის შემთხვევაში სწორი თვითკონტროლის ჩამოყალიბებას.

8.      გუნდებმა უნდა დაადასტურონ, რომ მათი სამედიცინო პერსონალი, მწვრთნელები და მენეჯმენტი შეასრულებს მსოფლიო რაგბის მიერ დადგენილ პროტოკოლს ტვინის შერყევის შემთხვევაში მოთამაშის მოედნიდან დროებით ან საბოლოოდ გაყვანასთან დაკავშირებით.

9.      გუნდებმა უნდა იცოდნენ, რომ პოტენციური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ტურნირს აქვს არამართებული სამედიცინო მომსახურეობის შემთხვევების გადახედვის სისტემაც, რომელიც კონკრეტულად ამახვილებს ყურადღებას იმ ინციდენტებზე, რომლებიც  თავის დაზიანების ოქმს არ მიყვება. გუნდის პერსონალს უნდა ესმოდეს, რომ მათ შეიძლება მოუწიოთ არამართებულ სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებულ განხილვებში მონაწილეობა, რასაც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოყვეს საჯარიმო სანქცია.

10.  გუნდმა უნდა იცოდეს, რომ მატჩის ექიმს უფლება აქვს მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება ტრავმიანი მოთამაშის მოედნიდან გამოყვანის შესახებ.

 

მსოფლიო რაგბის მთავარი სამედიცინო ოფიცერი ექიმი მარტინ რაფთერი აცხადებს:

„მოთამაშეთა კეთილდღეობა მსოფლიო რაგბის ნომერი პირველი პრიორიტეტია და ეს საერთო სტანდარტები, რომლებიც 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის დაწესდა, მნიშვნელოვნად წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ჩვენი ელიტური მოთამაშეების დასაცავად და მხადასაჭერად.

„ჩვენი მოვალეობაა შევამციროთ რისკები და პრიორიტეტად პრევენცია მივიჩნიოთ, მითუმეტეს,  როცა 2002 წლიდან მოყოლებული, ელიტურ დონეზე დაზიანებების რიცხვი არ იზრდება და ზოგადად სტაბილურია. ჩვენი ძალისხმევა ამ სტანდარტებში კარგადაა გამოხატული, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტვინის შერყევის პრევენციას.

„მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა კომიტეტმა მკაცრი რეკომენდაცია გაუწია ამ სტანდარტების დანერგვას ელიტურ შეჯიბრებებში (სადაც შესაძლებელია). ეს ყველაფერი კი იმის გარანტია, რომ, მაღალი კლასის სტანდარტების მდგრადობას ერთობლივად ვუზრუნველყოფთ.“

 

საერთაშორისო მორაგბეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი რობ ნიკოლი ასევე მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას:

“ეს ნაბიჯი ნამდვილად პოზიტიური წინსვლაა მორაგბეთა კეთილდღეობის თვალსაზრისით.ეს დებულებები ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორი დონის მომსახურეობას ვითხოვთ მოთამაშეთა კეთილდღეობის რამდენიმე კრიტიკულ საკითხთან მიმართებაში, უზრუნველყოფს ყველაზე მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ელემენტების არსებობას და შეიცავს არასათანადო სამედიცინო მომსახურების შემთხვევების გადახედვის მექანიზმს, რომელიც შექმნის მიმდინარე სწავლებისა და განვითარების საფუძველს.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თამაშის ადმინისტრაციასთან, ზემოთქმულის განვითარების კუთხით და ასევე სხვა დამატებითი სტანდარტების შემუშავების მხრივ, რომელიც მოთამაშეთა კეთილდღეობისთვისაა საჭირო“.

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა