იმედიცა და გულგატეხილობაც
საქართველოს “შვიდკაცამ” “გრან პრის” ბოლო, ექსეთერის ეტაპზე პულური სტადია მეხუთე ნომრად დაასრულა, მაგრამ პლეი’ოფში სამივე მატჩი წააგო და მერვე ადგილამდე დაეშვა.
რაკი რიოში პირდაპირ გასვლისა და “მსოფლიო რეპეშაჟშიც” ეგრევე მოხვედრის შანსი ადრევე დავკარგეთ, ჩვენი გუნდისთვის ინგლისში ასპარეზობა “ევროპის რეპეშაჟისთვის” მზადების ბოლო ეტაპად იქცა.
ავიმატეთ სამი ოსტატი – კაპიტანი გიორგი შკინინი, დავით ლოსაბერიძე, მეთიუ ჯანი (მათე ჯანაშვილი) და შაბათს, დარში, რიგიანადაც ვიბურთავეთ, მაგრამ კვირას, წვიმაში, დაღლა და გულ’გატეხილობა მოგვეძალა.
შკინინი – ჯანი – იოსებ კიკვაძის “ხაზმა” შემოქმედებითად უტია. მორკინალთაგან ლოსაბერიძემ გამოიჩინა თავი და სათადარიგო ჰავბექი, ლევან გოგოლაშვილიც კარგად ერთვებოდა თამაშში, მაგრამ ძალიან ბევრს, ყველა სხვა გუნდზე მეტად, ვჯარიმდებოდით:
14 წუთა მატჩში ბარემ 7-ჯერ, თანაც ყველა’ნაირი მიზეზით: შეტევაში – ბოჭვაზე ბურთის შეფერხებისთვის, დაცვაში კი – რაქში გვერდიდან შესვლისა და ოფსაიდისთვის.
შაბათს მსაჯები მხოლოდ გვაჯარიმებდნენ, კვირას კი, გადამწყვეტ მომენტში – გერმანიასთან, წყვილი სინბინით ზედიზედ 4 წუთი ვიშვიდკაცეთ 6 კაცის ამარა და ბურთი ეგრეც ვერ მოვიხელთეთ.
ამასობაში დაგვეღალა შეტევის სული და გული “მათე ბიჭი”. უელსთან კიკვაძემ მაინც მოაწყო ბრწყინვალე სოლო და ლელოც გაიტანა, მაგრამ რეფმა შარი მოსდო, შებოჭილმა ბურთს ხელი არ გაუშვიო. არადა, იოსები მხოლოდ მოცელეს და წამის მეათედითაც არ გაუკავებიათ, ანუ ბოჭვა არ შესრულებულა.
საწყენია, რომ ბიჭები ამის შემდეგ მთლად წახდნენ და ლიტვასთან ნულზე დამარცხდნენ, რაც ჩვენი რანგის სარაგბო ქვეყანას არ ეკადრება.
სხვაფრივ, გოგოლაშვილმა ამ ბოლო მატჩის ბოლო წამებზეც ბოლომდე მისდია ლელოში შეგორებულს და დახტომით კიდეც დაამიწა კოხტად, მაგრამ თემიდას ეგრე სჩვევია, რომ წაგებულს ბოლომდე მისდგეს.
ევროპის “გრან პრი“ III ეტაპი |
ექსეთერი, სენდი პარქ (ინგ) @ საქართველოს დროით |
საქართველო – |
შაბ 11/07 | 15.36 | რუსეთი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
17.56 | ბელგია | 27:5 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
21.00 | უელსი | 19:7 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კვი 12/07 | 15.36 | გერმანია (1/4ფ) | 5:15 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სინი | 17.42 | უელსი (1/2ფ) | 14:17 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
VII | 20.24 | ლიტვა (ფ) | 0:24 |
კიბე: 1 საფრანგეთი (თასი), 2 ინგლისი, 3 ესპანეთი, 4 გერმანია
5 უელსი (სინი), 6 რუსეთი, 7 ლიტვა, 8 საქართველო
9 პორტუგალია (ფიალა), 10 იტალია, 11 რუმინეთი, 12 ბელგია
# | საქართველოს შვიდკაცა ექსეთერი 2015 (* დაიწყო) |
რუს 7:17 |
ბელ 27:5 |
უელ 19:7 |
გერ 5:15 |
უელ 14:17 |
ლიტ 0:24 |
სულ |
1 |
ზურაბ ძნელაძე (ლოკ) |
* |
* |
* |
* |
* |
* |
= |
8 |
ბახვა კობახიძე (ბთმ) |
* გ |
* გ |
* 2გ |
* |
|
* |
4გ |
11 |
დავით ლოსაბერიძე (აია) |
* |
* ლ |
* ლ |
* ლ |
* |
* |
3ლ |
5 |
შავლეგ მახარაშვილი (ყოჩ) |
* |
* |
* |
* სბ |
|
* |
სბ |
7 |
გიორგი შკინინი (ლოკ) |
* |
* |
* ლ |
* |
* |
|
ლ |
9 |
მეთიუ ჯანი (ინგ) |
* |
* |
* ლ |
* |
* |
|
ლ |
12 |
იოსებ კიკვაძე (აია) |
* ლ |
* ლ |
* |
* |
* 2გ |
* |
2ლ2გ |
2 |
ნიკო აფციაური (ყოჩ) |
|
|
|
|
* |
|
= |
3 |
ანზორ სიჭინავა (აკდ) |
|
|
|
სბ |
|
|
სბ |
4 |
ლევან გოგოლაშვილი (ყოჩ) |
|
2ლ |
|
|
* ლ |
|
3ლ |
6 |
ირაკლი გეგენავა (ყოჩ) |
|
ლ |
|
|
|
* |
ლ |
10 |
ლადო მიმინოშვილი (ბთმ) |
|
|
|
|
ლ |
* |
ლ |
მეათემდე დავეშვით
საფრანგეთი მაისში დასრულებულ “მსოფლიო სერიაში” მე-11 ადგილზე გავიდა, მაგრამ “გრან პრის” სერიოზულად მოეკიდა, ჩინებული რაზმი შეკრიბა, სამ ეტაპზე 18-ვე თამაში მოიგო, ევროპაში ზედიზედ მეორედ იჩემპიონა და რიოს საგზური ახლავე მიიღო.
ესპანეთმა მეოთხედ’ფინალში ძლია მდევარი რუსეთი, ევროპაში მეორე ადგილი დაიბევა და გავიდა საგაისო “მსოფლიო რეპეშაჟში”, “გრან პრის” რვავე ხელმოცარულს კი დამდეგ ვიქენდზე, ლისაბონში მოუწევს ჩაუქობა.
რუმინეთი, წესითა და რიგით, გავარდა “გრან პრიდან” და გაისად პოლონეთი შეენაცვლება. საფრანგეთი, ინგლისი და რუსეთი “მსოფლიო სერიის” ეტაპთა მუდმივ 15-ეულში რომ შედიან, მაგიტომ ესპანეთი და გერმანია ჩავლენ გაისად, გაზაფხულზე, ჰონკონგში, რათა 2016-17 წლების “მსოფლიო სერიაში” შესასვლელად იბრძოლონ.
ევროპაში აქამდე უცუდესი შედეგი – X ადგილი – 2005 წელს გვქონდა და რაოდენ სამწუხაროა, რომ 10 წლის თავზე, რაგბის ოლიმპიური აღორძინების წინ, ამავე პოზიციამდე დავეშვით.
# | ევროპის გრან პრი 2015 | ჯამი | 1 | 2 | 3 | |||||||||||||||||
1 | რ |
საფრანგეთი |
60 |
20 |
20 |
20 | ||||||||||||||||
2 | მ ჰ |
ესპანეთი |
50 |
16 |
18 |
16 | ||||||||||||||||
3 | = |
ინგლისი |
44 |
14 |
12 |
18 | ||||||||||||||||
4 | + |
რუსეთი % |
38 |
18 |
10 |
10 | ||||||||||||||||
5 | + ჰ |
გერმანია |
38 |
10 |
14 |
14 | ||||||||||||||||
6 | + |
პორტუგალია |
24 |
12 |
8 |
4 | ||||||||||||||||
7 | = |
უელსი |
22 |
8 |
2 |
12 | ||||||||||||||||
8 | + |
ბელგია |
20 |
3 |
16 |
1 | ||||||||||||||||
9 |
+ |
ლიტვა |
17 | 6 | 3 | 8 | ||||||||||||||||
10 | + |
საქართველო |
14 |
4 |
4 |
6 | ||||||||||||||||
11 | + |
იტალია |
11 |
2 |
6 |
3 | ||||||||||||||||
12 | + # |
რუმინეთი |
4 |
1 |
1 |
2 | ||||||||||||||||
|
ევროპის ყველა ჩემპიონი
პორტუგალია |
8 |
(2002-2006 2008 2010-2011) |
რუსეთი |
2 |
(2007 2009) |
ინგლისი |
2 |
(2012-2013) |
საფრანგეთი |
2 |
(2014-2015) |
საქართველო ევროპის შვიდკაცაზე
2002 II, 2003 III, 2004 VI, 2005 X, 2006 V, 2007 VII,
2008 III, 2009 V, 2010 V, 2011 VI, 2012 VIII, 2013 VIII, 2014 VIII, 2015 X
პული ძნელი გვერგო
“გრან პრის” რვავე ხელმოცარულს (რუმინეთის ჩათვლით) სარეპეშაჟოდ დაემატა პირველი ჯგუფის სამი მოწინავე – პოლონეთი, უკრაინა, ლატვია – და მეორე ჯგუფის ფალავანი ირლანდია, ვინაც, ფრიად ორიგინალური – ექსკლუზიურად დუბლინში მოფიქრებული – ფორმულის წყალობით, წელს ერთბაშად, ზედიზედ მოიგო მესამე და მეორე ჯგუფები.
“გრან პრიზე” წლეულს სიახლე დაინერგა: დასი წინა ეტაპის შედეგის მიხედვით ოთხ დონედ იყოფოდა და წილისყრით მერეღა ნაწილდებოდა პულებად, ლისაბონის რეპეშაჟის წინ კი ორგანიზატორებმა იღბალი გამორიცხეს – კლასიკურ, მათემატიკურად დასაბუთებულ, ზიგზაგურ განთესვას დაუბრუნდნენ.
ამით პული ისევ სხვებზე ძნელი შეგვხვდა, მაგრამ თუ რიოში წასვლა გვსურს, ეს წინაღობა უნდა დავძლიოთ – ლისაბონში მოწინავე სამეულში შევიდეთ.
პულიდან ზემო რვეულში მოსახვედრად იკმარებს ერთი მოგება და ორი “ცოტათი წაგება”, პლეი’ოფში კი სხვა ფაქტორები უნდა ავამოქმედოთ – შინაგანი, ფარული რეზერვი ჩავრთოთ, რათა გაისადაც ვიასპარეზოთ 16-გუნდა“მსოფლიო რეპეშაჟში”, რომელშიც რიოს ბოლო, მე-12 საგზური გათამაშდება.
ევროპის ოლიმპიური რეპეშაჟი |
ლისაბონი, ჟამორ (პორ) @ დროები გამოქვეყნდება |
საქართველო – |
შაბ 18/07 | . | იტალია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
. | ირლანდია | 0:0 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
. | რუსეთი | 0:0 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კვი 19/07 | . | . (1/4ფ) | 0:0 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
. | . (1/2ფ) | 0:0 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
. | . (ფ) |
Rugby.GE