„დილა“ „პარტიზანთან“ დამარცხდა
ბელგრადის „პარტიზანსა“ და გორის „დილას“ შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სერბული კლუბის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი დიდი სანახაობით არ გამორჩეულა. როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რამდენიმე ეპიზოდში მათ გოლის გატრანაც შეეძლოთ, თუმცა გორელთა მეკარემ ალექსეი შევჩენკომ საიმედოდ ითამაშა.
მეორე ტაიმი მსგავსი სცენარით მიმდინარეობდა, თუმცა მასპინძლები გოლის გატანას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. 65-ე წუთზე გუგა ფალავანდიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, რამაც, როგორც აღმოჩნდა, შემდგომ მატჩის ბედზეც იმოქმედა. 82-ე წუთზე გორელთა მეხუთე ნომერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მთავარმა მსაჯმა ბასტიან დანკერმა „დილას“ კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა დანიშნა. ნიშნულთან „პარტიზანის“ ათიანი სტეფან ბაბოვიჩი მივიდა, რომელმაც იმდენად ძლიერად და ზუსტად დაარტყა, რომ შევჩენკო უშანსოდ დატოვა – უკრაინელი მეკარე არც კი განძრეულა (იხილეთ ვიდეო). დარჩენილ დროში „პარტიზანს“ ანგარიშის გაზრდის შანსიც ჰქონდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბურთის საჯარიმო მოედანში დაბრუნებსითვის გორელთა საჯარიმოში სახიფათო დარტყმა დაინიშნა, მაგრამ შევჩენკომ იეტროვიჩის დარტყმის მოგერიება შეძლო.
საბოლოოდ, 1:0 და ორრაუნდიანი დაპირისპირების გამარჯვებული 21 ივნისს, გორში, თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩასატარებელ მატჩში გაირკვევა.
„პარტიზანი“ – „დილა“ 1:0
გოლი: ბაბოვიჩი 83′
“პარტიზანი”: ჟივკოვიჩი, ვულიჩევიჩი, ნ. პეტროვიჩი, ბალაჟიცი, ჩირკოვიჩი, ბრაშანაცი, ბაბოვიჩი, ნინკოვიჩი (ილიჩი 72′), იევტოვიჩი, უმარუ (ანდრეა ჟივკოვიჩი 60′), ბოჟინოვი (შაპონიჩი 77′).
მთავარი მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი.
“დილა”: შევჩენკო, ხურცილავა, კვირკველია, კვახაძე, ნავალოვსკი, პაპავა, ფალავანდიშვილი, რაზმაძე, ილურიძე (ღონღაძე 90′), გვალია, მარცვალაძე (ძარია 83′).
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.
გაფრთხილებები: პაპავა 7′, მარცვალაძე 58′, ფალავანდიშვილი 65′, კვირკველია 90+3′
გაძევება: ფალავანდიშვილი 82′