ოფიციალურად: სტერლინგი “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია
“ლივერპულის” ნახევარმცველი, რაჰიმ სტერლინგი “ეტიჰადზე” გადაბარგდა.
20 წლის შემტევის ტრანსფერი ინგლისურ გიგანტს 49 მილიონი დაუჯდა. 45-ს ახლავე გადაიხდიან, 4-ს კი მომდევნო სეზონში. თანხის 20% რაჰიმის პირველ გუნდს, “ქპრ”-ს გადაეცემა.
“რაჰიმი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ერთი სული გვაქვს, როდის შემოგვიერთდება აზიურ ტურნეში. როდესაც სტერლინგი შემოგვიერთდება, დარწმუნებული ვარ ჩვენ გულშემატკივართან ერთად ბედნიერი იქნება,”-განაცხადა “ქალაქელთა” მთავარია მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ.
რაჰიმ სტერლინგი ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი გახდა მსოფლიო ფეხბურის ისტორიაში. “მანჩესტერ სიტისთან” ახალგაზრდა შემტევმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კვირაში 180.000 მიიღებს.