ლორია „ოლიმპიაკოსიდან“ მიდის?
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, დიდი ალბათობით, „ოლიმპიაკოსს“ დატოვებს,. ყოველ შემთხვევაში, ამას ბერძნული სპორტული საიტი pamesports.gr ვარაუდობს.
გარდა ამისა, როგორც საიტი წერს, 29 წლის გოლკიპერი, სავარაუდოდ, „ტრაბზონსპორში“ გადაბარგდება, რომლის მთავარი მწვრთნელი ცოტა ხნის წინ შოტა არველაძე გახდა. აღსანიშნავია, რომ ლორიას სახელს „ტრაბზონსპორტს“ ჯერ კიდევ მის თბილისის „დინამოში“ ყოფნის პერიოდში უკავშირებდნენ, მაგრამ მაშინ გიორგი თბილისურ კლუბში დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ლორიამ „ოლიმპიაკოსთან“ კონტრაქტი ზაფხულის დაწყების წინ გააფორმა. განვლილ სეზონში მან კრეტას ოფი-ს რიგებში ითამაშა, თუმცა კლუბის დატოება ფინანსური პრობლემების გამო მოუწია.