დიარა ფეხბურთში ბრუნდება
ცნობილი ნახევარმცველი ლასანა დიარა ფეხბურთში ბრუნდება. ფეხბურთელმა ფიფა-სგან თამაშის უფლება მიიღo, რის შესახებაც სოციალურ ქსელში დაწერა.
„ფიფა-მ, როგორც იქნა, თამაშის უფლება მომცა. კვლავ საქმეში ვარ“, – დაწერა დიარამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს დიარა მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, რის შემდეგაც კლუბთან უთანხმოება მოuვიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსკოვის „რკინიგზელებს“ მან 12 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.
ბოლო დროს დიარას „მარსელს“ უკავშირებენ, დიდი ალბათობით, კaრიერას ის სწორედ ამ კლუბში გააგრძელებს.