ანანიძის „სპარტაკმა“ სეზონის პირველ მატჩში ათკაციან გუნდს ვერ მოუგო
რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის პირველი მატჩი მოსკოვში შედგა, სადაც ადგილობრივმა „სპარტაკმა“ სარანსკის „მორდოვია“ მიიღო – შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
სტუმრები უვკე მე-12 წუთზე დაწინაურდნენ, ანგარიში ჰარის ჰანძიჩმა გახსნა. თორმეტ წუთში ანგარიში სერდან ტასკიმ გაათანაბრა. 31-ე წუთზე შეურაცხმყოფელი ჟესტისთვის „მორდოვიის“ ლეგიონერმა ემანუელ ფრინპონგმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. 67-ე წუთზე სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ – გოლი დიმიტრი სტოცკიმ გაიტანა, 79-ე წუთზე კი „სპარტაკმა“ წონასწორობის აღდგენა მეორედ შეძლო – ამჯერად თავი ზე ლუისმა გამოიჩინა.
ჯანო ანანიძემ ამ შეხვედრაში 78-ე წუთიდან ითამაშა, ქართველმა მოედანზე სარდი ტასკის ადგილი დაიკავა.
საბოლოოდ, 2:2 და „სპარტაკმა“ სეზონი არც თუ ისე დამაჯერებლად დაიწყო. მეორე ტურში დიმიტრი ალენიჩევის გუნდის მეტოქე „კრასნოდარი“ იქნება. შეხვერა 26 ივნისს, კრასნოდარში გაიმართება.