ვიდალი “იუვენტუსს” დაემშვიდობა
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი კლუბსა და ტიფოზებს დაემშვიდობა.
“ეს ჩემი კარიერის საუკეთესო წლები იყო. თქვენ, ქომაგები ყოველთვის ჩემ გვერდით იყავით. ყველანი მომენატრებით! ყველაფრისთვის მადლობას გიხდით”, – დაწერა ვიდალმა სოციალურ ქსელში.
უახლოეს პერიოდში ჩილელი ფეხბურთელი მიუნხენის “ბაიერნს” უნდა შეუერთდეს.
არტურო ვიდალი “იუვენტუსში” 2011 წელს ლევერკუზენის “ბაიერიდან” გადავიდა. ფეხბურთელმა “ბებერ სინიორასთან” ერთად ოთხჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, გახდა ქვეყნის თასის მფლობელი და ორჯერ ქვეყნის სუპერთასიც დაისაკუთრა.